საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ანა კორძაია-სამადაშვილი  დაიბადა 1968 წელს თბილისში. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, რუსული ფილოლოგიის სპეციალობით. ამის შემდეგ ამავე უნივერსიტეტის ლექტორი გახდა. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 2002 წელს „სოფიო კირვალიძის“ ფსევდონიმით დაწერილი მოთხრობების კრებულით „ბერიკაობა“, რომლისთვისაც პრემია „საბა“ გადაეცა. პერიოდიკაში თუ ცალკე კრებულის სახით მას შემდეგ მისი არაერთი მოთხრობა დაიბეჭდა. 2011 წელს ანა კორძაია-სამადაშვილმა გამოაქვეყნა პირველი რომანი „შუშანიკის შვილები“, 2013 წელს კი „ვინ მოკლა ჩაიკა“, რომლისთვისაც, როგორც წლის საუკეთესო ქართულენოვანი რომანის ავტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია დაიმსახურა. ანა კორძაია-სამადაშვილი, ასევე, გერმანულენოვანი ლიტერატურის მთარგმნელია. მის მიერ ნათარგმნ ავტორებს შორის არიან: ერიხ მარია რემარკი, ჰერტა მიულერი, ელფრიდე იელინეკი, კორნელია ფუნკე და სხვა.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები