საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ალექსანდრე ყაზბეგი

ალექსანდრე ყაზბეგი დაიბადა 1848 წელს სტეფანწმიდაში, მიხეილ ჩოფიკაშვილისა და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. მამამისი, ხევის მებატონე, ერთადერთი ვაჟის აღზრდა-განათლებაზე თავიდანვე ზრუნავდა.  ალექსანდრემ ჯერ თბილისის პანსიონებში მიიღო განათლება, შემდეგ კი მოსკოვის სამეურნეო აკადემია დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნებულმა მწყემსობა გადაწყვიტა და მოხევეთა ყოფა მწერლის თვალით შეისწავლა.

ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედება საქართველოს მთიანეთის ისტორიას მოგვითხრობს ბატონყმობის პერიოდში და მისი გადავარდნის შემდეგ. ყაზბეგის ნაწარმოებები  მთის ხალხის ტრადიციებსა და ადათ-წესებს გაგაცნობთ. მწერლის ყველაზე ცნობილი მოთხრობებია: „მოძღვარი“, „ელუჯა“, „მამის მკვლელი“ და „ხევისბერი გოჩა.“

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები