ტექნიკური ხარვეზების გამო საიტიდან შეძენა დროებით შეუძლებელია

აირა ლევინი  დაიბადა 1929 წლის 27 აგვისტოს ნიუ-იორკში. მისი პირველივე წიგნი („გამოსათხოვარი კოცნა“) ბესტსელერი გახდა, რომელმაც ავტორს საუკეთესო დებიუტისთვის „ედგარის ჯილდო“ მოუტანა. შემდგომში დაწერილმა წიგნებმა ლევინის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა, რასაც რამდენიმე ეკრანიზაციამაც შეუწყო ხელი. აირა ლევინი არანაკლებ წარმატებული და სახელგანთქმული იყო თავისი დადგმების წყალობითაც. მიუხედავად ამისა, მისი უმთავრესი ნაწარმოები მაინც „როზმარის შვილია“. „როზმარის შვილმა“, სხვა რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწარმოებთან ერთად, დიდი გავლენა მოახდინა საშინელებათა ჟანრის განვითარებაზე. წიგნი 1967 წელს გამოიცა და ბესტსელერთა სიაში მალევე დაიკავა წამყვანი პოზიცია. 1968 წელს რომან პოლანსკიმ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელიც კინემატოგრაფიაში მისტიკურ-საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშადაა მიჩნეული.

გაზიარება

ავტორის წიგნები

სხვა ავტორები