Image Alt

ავტორი

დაიბადა 1947 წელს

პაულო კოელიო დაიბადა  რიო დე ჟანეიროში. იგი ბავშვობიდან გამორჩეული იყო წერითა და სწრაფად ათვისების უნარით. წერისათვის მან რამდენიმე სასკოლო ჯილდოც მოიპოვა. 14 წლის პაულომ, რომელზეც იმ დროს დიდ გავლენას ახდენდა დიდი ბრაზილიელი მწერლის, ჟორჟი ამადუს შემოქმედება, გადაწყვიტა, რომ დიდი მწერალი გამხდარიყო. ახალგაზრდა ავტორმა თვითდისციპლინის გამოსამუშავებლად და და სხეულის გასაკაჟებლად ერთი ზაფხული სამხედრო ბანაკში გაატარა.

კოელიო მოზარდობიდან მეამბოხე იყო და ამის გამო მშობლებმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც კი გაამწესეს, სადაც ელექტროშოკური თერაპიაც კი დაუნიშნეს, თუმცა ამის შემდგომ პაულომ თავისი ხასიათი შემოქმედებაში გადაიტანა და საკუთარ თავსაც სწორედ ხელოვნებაში ეძიებდა. მან ბევრი იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო.

მისი მთავარი წარმატება 80-იანი წლების მიწურულს „ალქიმიკოსის“ გამოქვეყნებას უკავშირდება, რომელიც ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბესტსელერი გახდა მთელ მსოფლიოში. ეს ნაწარმოები 80-ზე მეტ ენაზე გამოიცა, რის გამოც გინესის რეკორდების სიაშია შესული.

პაულო-კოელიო

ბრაზილია

პაულო კოელიო