Image Alt

ავტორი

1929 - 2011

კრისტა ვოლფი დაიბადა ლანდსბერგ ან დერ ვართეში, გერმანიაში (დღევანდელი გოჟუვ ვილკოპოლსკი, პოლონეთი).

2018 წელს გამოვიდა მისი გამორჩეული ნაწარმოების, „კასანდრას“ ქართული თარგმანი. განათლებით იგი არც კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი იყო და არც ძველი მსოფლიოს ისტორიისა, მაგრამ ტროელ ნათელმხილველ კასანდრაზე ჩაფიქრებული ნაწარმოებისთვის ხორცის შესასხმელად საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც ინტერესით გაეცნო კრეტა-მიკენის კულტურის ძეგლებს, შეისწავლა მითოლოგია და არქეოლოგია. კრისტა ვოლფმა მითოსური სიუჟეტი მხატვრულად გადაამუშავა და კასანდრას სახე მითიდან სოციალურ-ისტორიულ კოორდინატებზე გადმოიტანა.

მწერალი მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის, მათ შორის, თომას მანის პრემიის ლაურეატია. დღემდე ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია აღმოსავლეთ გერმანიიდან.

კრისტა-ვოლფი

გერმანია

კრისტა ვოლფი