Image Alt

ავტორი

1930 - 2010

ჯეიმს ბალარდი უდავოდ უმნიშვნელოვანესი ბრიტანელი ავტორია. მან დიდი გავლენა მოახდინა მწერლებზე, მაგრამ ამავე დროს იგი დღემდე რჩება ბევრი ვიზუალური არტისტისა და მუსიკოსის შთაგონების წყაროდ. მის ნაწარმობების სტილისა და ახალი ფორმების გამო ტერმინი „ბალარდულიც“ კი დაინერგა.

იგი დაიბადა შანხაიში და მეორე მსოფლიო ომის დროს წლები გაატარა იაპონურ საკონცენტრაციო ბანაკში, რაც აისახა მის ნაწარმოებში, „მზის იმპერია“. ავტორს დიდი წვლილი მიუძღვის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის გადააზრებაში. ამასთანავე, მისი ტექსტები შეიცავს უამრავ გაფრთხილებას და უახლოესი მომავლის წინასწარმეტყველებას, რის გამოც ისინი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. მის მნიშვნელობას უილიამ ბეროუზიც აღიარებდა და მწერლებს ერთხანს მიმოწერაც კი ჰქონდათ გაჩაღებული.

სხვადასხვა დროს მისი ნაწარმოებების მიხედვით ფილმები გადაიღეს სტივენ სპილბერგმა („მზის იმპერია“), დევიდ კრონენბერგმა („შეჯახება“) და ბენ უიტლიმ („ცათამბჯენი“).

ჯეიმს-ბალარდი

გაერთიანებული სამეფო

ჯეიმს ბალარდი