Image Alt

ავტორი

1894 - 1939

მოზეს იოზეფ როთი, ცნობილი ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი, დაიბადა გალიციის პატარა ქალაქ ბროდიში, ებრაულ ოჯახში. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ჯერ ლემბერგის, შემდეგ კი ვენის უნივერსიტეტებში, სადაც ფილოსოფიასა და გერმანულ ლიტერატურას შეისწავლიდა. 1916 წლიდან იგი ავსტრიელ ჰაბსბურგთა საიმპერატორო არმიას შეუერთდა, 1918 წელს კი ვენაში დაბრუნდა და „წითელი იოზეფის“ ფსევდონიმით დაიწყო სტატიების გამოქვეყნება. როგორც ჟურნალისტი, საქმიანობდა ბერლინსა და პარიზში.

იოზეფ როთი ავტორია რომანებისა: „რადეცკის მარში“, „იობი“, „ობობას ქსელი“, „ბრმა სარკე“, „გაქცევა დასასრულის გარეშე“, „მუნჯი წინასწარმეტყველი“, „მკვლელის აღსარება“ და „კაპუცინის სამარე“. „რადეცკის მარში“, რომელსაც ლიტერატურის კრიტიკოსები ყველაზე მნიშვნელოვან გერმანულენოვან თხზულებათა ოცეულში მოიაზრებენ, პირველად 1932 წელს გამოიცა ბერლინში. რომანი ტროტას საგვარეულოს ოთხი თაობის ცხოვრების მაგალითზე გადმოგვცემს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის, ჰაბსბურგთა დინასტიისა და, ზოგადად, ძველი ევროპის დაცემის ისტორიას.

ნობელიატი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას აზრით, „რადეცკის მარში“ საუკეთესო პოლიტიკური რომანია, რომელიც კი ოდესმე დაუწერიათ.

იოზეფ-როთი

ავსტრია

იოზეფ როთი