საქართველო
ცოტნე ცხვედიანი
დაიბადა 1993 წელს
ცოტნე ცხვედიანმა თავისი სადებიუტო წიგნით ქალაქი და წმინდანები მცირე დროში მოახერხა სათქმელის მკითხველამდე მიტანა. მისი პერსონაჟები არიან საქართველოს მივიწყებულ ქალაქებში – ხაშურში, კაზრეთში, ტყიბულში – მცხოვრებნი, რომლებიც ყოველ დილით ახალი იმედებით იღვიძებენ, მაგრამ ამ იმედებს განხორციელება არ უწერია, რადგან სახელმწიფოსთვის მათ იმაზე გაცილებით ნაკლები ფასი აქვთ, ვიდრე უფრო დიდ ქალაქებში გაბნეულ მოსახლეობას.
2016 წ. გამოვიდა მისი სადებიუტო რომანი მაიაკოვსკის თეატრი.
ოქროს ქალაქი 2015 წლის საუკეთესო მოთხრობად დასახელდა და შევიდა 2016 წელს აშშ-ში გამოცემულ ანთოლოგიაში Best European Fiction. რომანი მაიაკოვსკის თეატრი თარგმნილია თურქულ და ფრანგულ ენებზე.