25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

ავტორის შესახებ

ისრაელი

ამოს ოზი

1939 - 2018

ამოს ოზი დაიბადა იერუსალიმში. იგი ერთ-ერთი გამორჩეული ებრაელი მწერალი, ჟურნალისტი და ინტელექტუალია.

იგი ავტორია 40-მდე წიგნისა, რომლებიც 50-მდე ენაზეა თარგმნილი და ამით ის ისრაელში ყველა სხვა ავტორს აღემატება. გარდაცვალებამდე ხშირად იყო საუბარი მისთვის ნობელის პრემიის მინიჭებაზე. უამრავი ჯილდო აქვს მიღებული ლიტერატურაში და, ამასთანავე, მშვიდობის დარგში შეტანილი წვლილისთვის.

ე.წ. „ექვსდღიანი ომის“ შემდეგ იგი მუდმივად იყო ჩართული სამშვიდობო აქტივიზმში და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებასაც უჭერდა მხარს. 1967 წლიდან იყო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტის წევრი. ამ საქმიანობის გამო ამოს ოზმა დიდი პატივისცემა დაიმსახურა არა მხოლოდ მშობლიურ ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაშიც.