Image Alt

ავტორი

ამერიკელი მწერალი და ბიოქიმიკოსი აიზეკ აზიმოვი დაიბადა რუსეთში, ებრაული წარმოშობის ოჯახში. რამდენიმე წლის შემდეგ მშობლები ამერიკაში საცხოვრებლად გადავიდნენ, სადაც აზიმოვი სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

აიზეკ აზიმოვი ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. დაწერილი და რედაქტირებული აქვს 500-ზე მეტი წიგნი, ასევე მრავალი არამხატვრული ტექსტი. რობერტ ჰაინლაინთან და არტურ კლარკთან ერთად სამეცნიერო ფანტასტიკის „დიდი სამეულის“ წევრად მიიჩნევა.

წერდა როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის, ისე მისტიკისა და ფენტეზის ჟანრში. მისი ყველაზე ცნობილი სერიაა „დასაბამი“, რომელსაც, როგორც „ყველა დროის საუკეთესო სერიას“, 1966 წელს ჰიუგოს პრემია მიენიჭა. გარდა „დასაბამისა“, აზიმოვის ცნობილი სერიებია „გალაქტიკური იმპერია“ და “რობოტები“.

არსებობს აზიმოვის სახელობის ოთხი ლიტერატურული პრემია; მისი სახელი რამდენიმე კოსმოსურ ობიექტსაც კი ეწოდა.

აიზეკ-აზიმოვი

ა.შ.შ.

აიზეკ აზიმოვი