Image Alt

ავტორის დაბადების დღე

image-1605006489709
🎉 10 ნოემბერს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე ქართველი მწერლის, აკა მორჩილაძის დაბადების დღეა!
🔹 ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ აკა მორჩილაძის პირველი ნაწარმოები სწორედ ჩვენმა გამომცემლობამ გამოსცა. 1999 წლიდან დღემდე მისი ოცამდე რომანი, დოკუმენტური პროზის რამდენიმე ნიმუში და მოთხრობების ორი კრებული გამოვეცით.
🔹 აკა მორჩილაძეს მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია, მათ შორის არის პრემია „საბას“ ექვსგზის ლაურეატი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს არაერთ ენაზე, ავტორის ნაწარმოებების მიხედვით კი გადაღებულია რამდენიმე ფილმი.
ვულოცავთ აკას დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და ულევ შემოქმედებით ენერგიას 💖
📣 ჩვენს მკითხველებს კი ამ დღის აღსანიშნავად განსაკუთრებულ ფასდაკლებას ვთავაზობთ: მხოლოდ დღეს ჩვენს ვებგვერდზე და მაღაზიებში აკა მორჩილაძის წიგნებს 25%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ.
აკა მორჩილაძე
15,90