ახალი
პიტერ ბანზლი

მთვარის მედალიონი

ახალი
ლანა ღოღობერიძე

რაც მაგონდება და როგორც მაგონდება

ბესტსელერი
ლელა ლაშხი

ჟაკლინი

ბესტსელერი
J. M. Barrie / ჯეიმს მეთიუ ბარი

Peter Pan / პიტერ პენი

ბესტსელერი
J. M. Barrie / ჯეიმს მეთიუ ბარი

Peter Pan / პიტერ პენი

ბესტსელერი
ლინდა ვუდჰედი

ქრისტიანობა - ძალიან მოკლე შესავალი

ბესტსელერი

ვეფხისტყაოსანი: გრაფიკული რომანი

ბესტსელერი
ზაირა არსენიშვილი

ვა, სოფელო

ბესტსელერი
ზაირა არსენიშვილი

ვა, სოფელო

ბესტსელერი
არიანა ჰარვიცი

მოკვდი სიყვარულო

ბესტსელერი

მოიარე, შეისწავლე, შეიყვარე საქართველო

მალე

Alabama Song

მთარგმნელი: მერაბ ფიფია ამ ქალში ყველაფერი აფეთქების ზღვარზე იყო, არაფერი თბილი, მხოლოდ – ცეცხლი, და აკი დაასრულა კიდეც თავისი სიცოცხლე ცეცხლის ალში – ფსიქიატრიული კლინიკის შენობაში დაიწვა. ჟილ ლერუა ამ ბიოგრაფიული რომანის მთავარი გმირი, ცნობილი ამერიკელი მწერლის, სკოტ ფიცჯერალდის ცოლი, ზელდა, მოგვითხრობს თავისი ცხოვრების ისტორიას. ეს იყო იმ დროის ამერიკის მაღალი საზოგადოების ყველაზე კაშკაშა წყვილი: გამოჩენილი მწერალი სკოტ ფიცჯერალდი და მისი ბედი, მეტოქე და მუზა ზელდა – უაღრესად შემოქმედებითი ადამიანი, მწერალი, მხატვარი, მოცეკვავე; ამავე დროს კი ეჭვიანი, ვნებიანი, ცვალებადი და ფეთქებადი ბუნების ქალი, რომელმაც ცხოვრების მეორე ნახევარი ფსიქიატრიულ კლინიკებში გაატარა და რომელიც წლების განმავლობაში თავისი გენიალური ქმრის ჩრდილში იდგა... ჟილ ლერუა (დ. 1958) ფრანგი მწერალი და დრამატურგია. 2007 წელს მას რომანისათვის „ALABAMA SONG“ საფრანგეთის უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო, გონკურების პრემია მიენიჭა.

ამელი ნოტომი

ანტიქრისტა

მთარგმნელი: მერაბ ფიფია

ასტრიდ ლინდგრენი

მეც მინდა სკოლაში

ასაკი: 3-6 მთარგმნელი: თამარ მაისურაძე საბავშვო ბიბლიოთეკა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის შერჩეულ კლასიკურ ნაწარმოებებს აერთიანებს. საბავშვო ბაღში, სახლში, თამაშის დროს თუ ძილის წინ წიგნებთან ერთად გატარებული დრო ბავშვებისათვის ყველაზე ძვირფასია. სწორედ ამიტომ სულაკაურის გამომცემლობა გთავაზობთ ასაკისთვის შესაფერის, თანამედროვე, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებულ სერიას, რომელიც ადრეული ასაკიდან შეაყვარებს პატარებს წიგნებთან ურთიერთობას. “მეც მინდა სკოლაში“, – გაიძახის ხუთი წლის ლენა და ხშირად წარმოიდგენს ხოლმე, ვითომ მართლაც ჰყავს მასწავლებელი. თუმცა, სკოლობანას თამაში გაცილებით უკეთ გამოუვიდოდა, რომ იცოდეს, სინამდვილეში როგორია სკოლა. ერთ მშვენიერ დილას ლენას უფროსი ძმა პეტერი ეუბნება: – ჩქარა ჩაიცვი, თუ გინდა, წამომყვე და ნახო, როგორია ჩემი სკოლა...

არჩილ ქიქოძე

კახეთის მატარებელი

"რჩეული მოთხრობები“ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში შექმნილ საუკეთესო პროზაულ კრებულთა სერიაა. აქ იხილავთ თანამედროვე ქართველი მწერლების მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს, რომლებმაც გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ამ სერიაში თავმოყრილია სხვადასხვა კრებულიდან თუ პერიოდიკიდან ამოკრებილი გამორჩეული ნაწარმოებები. არჩილ ქიქოძე (დ. 1972). რამდენიმე პროზაული კრებულისა და ერთი რომანის ავტორია. მწერალს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ლიტერატურული ჯილდოები: „გალა“, „საბა“, „ლიტერა“ და ილიაუნის პრემია. მისი რომანი „სამხრეთული სპილო“ რამდენიმე ენაზე ითარგმნა და უცხოენოვანი მკითხველის სიმპათიაც დაიმსახურა. არჩილ ქიქოძე სხვადასხვა დროს იყო ალპინისტი, მონაწილეობდა სამთო-სამაშველო ოპერაციებში. დღეს ის ცნობილი ფოტოგრაფი და ტურისტული გზამკვლევების ავტორია.

ბესო ხვედელიძე

აბრეშუმის გზა

„რჩეული მოთხრობები“ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში შექმნილ საუკეთესო პროზაულ კრებულთა სერიაა. აქ იხილავთ თანამედროვე ქართველი მწერლების მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს, რომლებმაც გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ამ სერიაში თავმოყრილია სხვადასხვა კრებულიდან თუ პერიოდიკიდან ამოკრებილი გამორჩეული ნაწარმოებები. ბესო ხვედელიძე (დ. 1972) მრავალი ლექსის, მოთხრობისა და რომანის ავტორია. მისი ნაწარმოებები 10-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული ჯილდოები: „საბა“, წინანდლის პრემია, „წერო“. ბესო ხვედელიძე სხვადასხვა დროს იყო ლიტერატურული ჟურნალებისა და ალმანახ „ახალი თარგმანების“ რედაქტორი. 2013 წელს მწერალი ნეპალში გადასახლდა და ცხოვრების უმეტეს ნაწილს იქ ატარებს.

ლუის კეროლი

ელისი საოცრებათა ქვეყანაში. ელისი სარკისმიღმეთში.

მთარგმნელი: გიორგი გოკიელი ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში, „სარკისმიღმეთი და რა იხილა იქ ელისმა" იმ წიგნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც, მას შემდეგ, რაც ბავშვობაში გაეცნობა კაცი, სიცოცხლის განმავლობაში კიდევ მრავალჯერ უბრუნდება. ამასთან, ყველა ასაკის მკითხველი ახალ, თავისთვის საინტერესო შრეს სწვდება, ადრე შეუმჩნეველ ნიუანსებსა და ფერებს აღმოაჩენს". გიორგი გოკიელი ლუის კეროლის განუმეორებელ სამყაროში მოხვედრა ნებისმიერ მკითხველს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ჰპირდება. ეს გამოცემა, რომელიც კეროლის ორ უკვდავ ნაწარმოებს აერთიანებს და ჯონ ტენიელის კლასიკური გრავიურებითაა დასურათებული, ყველა ასაკის ადამიანისთვის საუკეთესო საჩუქარია. „ელისი“ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ურთულეს სათარგმნელ წიგნად ითვლება და მთარგმნელისგან დიდ პროფესიულ ოსტატობას, ფანტაზიასა და გამომგონებლობას მოითხოვს. ეს წიგნი სწორედ მთარგმნელობითი ხელოვნების თვალსაზრისითაა გამორჩეული. ქართული „ელისი“, რომელიც, ლიტერატურის კრიტიკოსთა აზრით, ტოლს არ უდებს ორიგინალს, 2014 წელს დაჯილდოვდა ლიტერატურული პრემიით „საბა“, როგორც წლის საუკეთესო თარგმანი

33 ზღაპარი

 შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა დავით კაკაბაძემ.  მთარგმნელები - რუსუდან ბეჟაშვილი, გიორგი ბრეგაძე, ლევან ბრეგაძე, რუსუდან ბრეგაძე, კონსტანტინე ზ. გამსახურდია, ნანა გოგოლაშვილი, ნატო თხილავა, დავით კაკაბაძე, ალექსანდრე კარტოზია, ბიძინა რამიშვილი, რეზო ყარალაშვილი ჰერმან ჰესე გერმანელ-შვეიცარიელი მწერალია, რომლის შთამბეჭდავმა შემოქმედებამ მსოფლიო ლიტერატურას სამუდამოდ დაატყო კვალი. 1946 წელს მწერალს ნობელის პრემია მიენიჭა. "ჰერმან ჰესეს ზღაპრები ამ ჟანრის იმ სახეობას განეკუთვნებიან, რომელსაც, ჩვეულებრივ, ხელოვნურ ზღაპარს უწოდებენ და რომელიც ხალხური ზღაპარივით მთელი ერის სპონტანური და გაუცნობიერებელი შემოქმედების შედეგი კი არ არის, არამედ პოეტური ინდივიდუალობის ნებას ექვემდებარება. იგი, მართალია, ერთობ ხშირად გადმოიღებს ხოლმე ფოლკლორული ზღაპრის ცალკეულ ელემენტს, მოტივსა და თხრობის მანერას, მაგრამ თითქმის ყოველთვის ანადგურებს მის არსს და საბოლოოდ მაინც თვით ხელოვანის სუბიექტური ძალვისა და შემოქმედი გონის გაცნობიერებული მოქმედების პროდუქტია " . (რეზო ყარალაშვილის წინასიტყვაობიდან)

ასტრიდ ლინდგრენი

მეც მინდა დაიკო ან ძამიკო

ასაკი: 3-6 მთარგმნელი: თამარ მაისურაძე საბავშვო ბიბლიოთეკა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის შერჩეულ კლასიკურ ნაწარმოებებს აერთიანებს. საბავშვო ბაღში, სახლში, თამაშის დროს თუ ძილის წინ წიგნებთან ერთად გატარებული დრო ბავშვებისათვის ყველაზე ძვირფასია. სწორედ ამიტომ სულაკაურის გამომცემლობა გთავაზობთ ასაკისთვის შესაფერის, თანამედროვე, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებულ სერიას, რომელიც ადრეული ასაკიდან შეაყვარებს პატარებს წიგნებთან ურთიერთობას. პეტერი დაიკოს ან ძამიკოს ინატრებს და სულ მალე პატარა ლენას მოუყვანს დედა. ერთი ციცქნა არსება სულ ჩხავის, დედას და მამას კი მაინც ძალიან უყვართ. პეტერს გული სწყდება, ნეტავ, და-ძმის ნაცვლად სამთვლიანი ველოსიპედი მესურვაო. თუმცა, იქნებ არც ისე ცუდადაა საქმე...

ჯეფ კინი

საუკეთესო მეგობრის დღიური - როული ჯეფერსონის ჩანაწერები

მთარგმნელი: ღონღაძე გურამი "წრიპა ბიჭის დღიურის" ერთგული მკითხველებისთვის და არა მარტო მათთვის: გრეგ ჰეფლის საუკეთესო მეგობრის, როული ჯეფერსონის ჩანაწერები წიგნის მაღაზიებში გამოჩნდება! სულ მალე შეიტყობთ, როგორია როულის თვალით დანახული გრეგი, მისი ოჯახი, სკოლა და მეგობრული თავგადასავლები.

კორმაკ მაკარტი

მოხუცების ადგილი აქ არ არის

მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის, პულიცერის პრემიის ლაურეატ კორმაკ მაკარტის რომანი „მოხუცების ადგილი აქ არ არის“ 2005 წელს გამოიცა. ეს გახლავთ იგავი – მოდერნიზებული ვესტერნი, რომლის მთავარი გმირი, ვიეტნამის ომის ვეტერანი ლუელინ მოსი, ტეხასის მთებში ანტილოპებზე ნადირობისას გადააწყდება ბანდიტური გარჩევის კვალს – გვამებს, ნარკოტიკებს და კეისს ორი მილიონი დოლარით. იგი ცდუნებას ვერ უძლებს, ფულს იღებს და გარბის. ლუელინს აედევნება დემონური კილერი ჩიგური, ხოლო ამ უკანასკნელს ფეხდაფეხ მისდევს შერიფი ბელი... კორმაკ მაკარტის ამ რომანის მიხედვით ძმებმა კოენებმა გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი ხავიერ ბარდემის, ჯოშ ბროლინისა და ტომი ლი ჯონსის მონაწილეობით. 2008 წელს ფილმმა არაერთი პრესტიჟული კინემატოგრაფიული ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ოთხი „ოსკარი“.

ჩვენი ავტორები