ახალი
მელანია მაცუკო

ვიტა

ახალი
ჰიუ ლოფტინგი

ექიმ დულიტლის თავგადასავალი

ბესტსელერი

მოიარე, შეიცანი და შეისწავლე დედამიწა

ბესტსელერი

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა

ბესტსელერი
ანდრე  ასიმანი

შენი სახელი დამიძახე

გია ლაფაური

ბოცო და გვანცა – მოგზაურობა ისტორიაში დროის მანქანით

მალე

ჯილიან ბატლერი, ფრედა მაკმანუსი

ფსიქოლოგია - ძალიან მოკლე შესავალი

მთარგმნელი: თამუნა სუბელიანი კაცობრიობას, დიდი ხანია, აინტერესებს, რა არის ადამიანის გონება, როგორ ფუნქციონირებს ის. „ძალიან მოკლე შესავალში“ ჯილიან ბატლერი და ფრედა მაკმანუსი მიმოიხილავენ ფსიქოლოგიის მთავარ მიმართულებებს; აკვირდებიან დასწავლას, მეხსიერებას, ყურადღებასა თუ ადამიანის ფსიქოლოგიურსა და სოციალურ განვითარებას. იმისთვის, რომ ნათელი გახდეს, თუ როგორ მუშაობს ტვინი, ამ წიგნის ავტორები მიმოიხილავენ უახლეს მნიშვნელოვან მიღწევებს და განვითარების საფეხურებს ნეირომეცნიერებაში, ევოლუციურსა და კოგნიტურ ფსიქოლოგიაში. გარდა ამისა, აქ გაეცნობით მოზარდთა აგრესიასთან დაკავშირებულ საკითხებსაც.

გრემ პრისტი

ლოგიკა - ძალიან მოკლე შესავალი

მთარგმნელი: ნიკა სამუშია სამეცნიერო ხელმძღვანელი: თამარ ცხადაძე

კენეთ მინოუგი

პოლიტიკა - ძალიან მოკლე შესავალი

მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი სამეცნიერო რედაქტორი: რატი შუბლაძე​ ძალიან მოკლე შესავალი „ეს უაღრესად საინტერესო, ძალიან მცირე მოცულობის წიგნი პოლიტიკის ბუნებას განიხილავს... მინოუგის მკაფიო შეხედულებები მკითხველისთვის გამოწვევას, პროვოცირებასა და წაქეზებას ემსახურება“.                                                                                                                                                    იან დეივისი, „პოლიტიკაზე საუბარი“ „ძალიან მოკლე შესავლის“ ამ პროვოკაციულ, მაგრამ ჩინებულად გაწონასწორებულ ტომში კენეთ მინოუგი მიმოიხილავს, როგორ ვითარდებოდა პოლიტიკა ძველი სამყაროს ეპოქიდან მეოცე საუკუნის ჩათვლით. ის გვთავაზობს, ერთად გამოვიკვლიოთ, რატომ გარდაიქმნება პოლიტიკური სისტემები, როგორ სთავაზობს პოლიტიკა ჩვენს საზოგადოებას, ერთდროულად, ძალაუფლებასა და წესრიგს, რატომ არის დემოკრატია ყოველთვის კარგი; და როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკის მომავალი XXI საუკუნეში. კენეთ მინოუგი 1984-1995 წლებში ლონდონის ეკონომიკის სკოლაში პოლიტოლოგიის პროფესორი იყო; გარდა ამისა, 1983-2009 წლებში ხელმძღვანელობდა პოლიტიკური კვლევების ცენტრს. იგი ავტორია წიგნებისა: „მორჩილი გონება: როგორ ფიტავს დემოკრატია მორალურ ცხოვრებას“, „ლიბერალური გონება“, „ნაციონალიზმი“, „უნივერსალურობის კონცეფცია“, „უჩვეულო უფლებამოსილებები: იდეოლოგიის წმინდა თეორია“. მას ეკუთვნის მრავალი აკადემიური სტატია პოლიტიკის თეორიის სხვადასხვა საკითხზე.  

სალომე აფხაზიშვილი

სოციალური სიცილი

„სოციალური სიცილი“ ერთ-ერთი პირველი მცდელობაა, საუკუნის წინანდელ ქართულ პერიოდიკაში შემორჩენილი და თაროზე შემოდებული კარიკატურები ფართო საზოგადოებამ გაიცნოს. აღნიშნული კატალოგი გასული საუკუნის პირველი ოცწლეულის ვიზუალური ისტორიაა. წარმოიდგინეთ, რომ ათვალიერებთ კომიქსს, რომელიც გიამბობთ საქართველოში პირველი პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური დებატების შესახებ, ან ყოველგვარი ისტორიული მიმოხილვის გარეშე გაცნობთ პირველი მსოფლიო ომის მონაწილეთა სტრატეგიას, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ისტორიასა და მისი სიმყიფის მიზეზებს. თხრობა საქართველოს გასაბჭოებით სრულდება. კატალოგი შეადგინა ჟურნალისტმა და მკვლევარმა სალომე აფხაზიშვილმა, რომელმაც პოლიტიკური კარიკატურის კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში დაიწყო. „სოციალური სიცილი“ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი პროექტების ინიციატორი გახდეს, რაც გაზრდის პოლიტიკური კარიკატურის, როგორც ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას, ხოლო ისტორიის შესწავლას კიდევ უფრო სახალისო საქმედ აქცევს.

არიანა ჰარვიცი

მოკვდი სიყვარულო

მთარგმნელი: თამარ ლეჟავა თანამედროვე არგენტინელი მწერლის არიანა ჰარვიცის რომანი „მოკვდი, სიყვარულო“, საფრანგეთის პატარა სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის სულიერ დრამაზე გვიყვება. ქალი სასოწარკვეთილი ებრძვის საკუთარ თავს, სურვილებსა და ოცნებებს; ცდილობს, შეეგუოს ბედს და იდეალური ოჯახური ცხოვრება შეიქმნას, არადა ბობოქარი ემოციები, დაუოკებელი ვნება და გაუწონასწორებელი ბუნება მუდმივად საწინააღმდეგო მხარეს ექაჩებიან. დედობა, ქალურობა, სიყვარულის ბანალურობა, ლტოლვა, ოჯახსა და ქმარზე დამოკიდებულება – ეს ყველაფერი ყოველდღიურობასთან ერთად მძიმე ტვირთად აწევს რომანის მთავარ პერსონაჟს. ცნობიერების ნაკადით მოთხრობილი ტექსტი საოცარი სიცხადით გამოხატავს სიგიჟის ზღვარზე მყოფი ქალის ფსიქიკურ მდგომარეობას და მის ყველაზე ბნელ ფიქრებს აშიშვლებს.

წითელქუდა და სხვა მოთხრობები

მთარგმნელი: გერონტი ქიქოძე „წითელქუდა“, „ჩექმებიანი კატა“, „მძინარე მზეთუნახავი“ მთელ მსოფლიოში ცნობილი ზღაპრებია. მათი ავტორი, შარლ პერო, საფრანგეთში XVII საუკუნეში ცხოვრობდა. ის წერდა ლექსებსა და პოემებს, კრიტიკულ წერილებს, დიალოგებს... თუმცა, სახელი სწორედ ბავშვებისთვის დაწერილმა ზღაპრებმა გაუთქვა.

პატარა სირინოზი და სხვა მოთხრობები

მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი ჰანს ქრისტიან ანდერსენი ერთი პატარა დანიური ქალაქის ღარიბ ოჯახში დაიბადა, თუმცა, თავისი ზღაპრებით მალე მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. ვინ არ იცის მისი „პატარა სირინოზი,“ „თოვლის დედოფალი“ ან „კალის ჯარისკაცი“... ანდერსენი იმდენად მნიშვნელოვანი საბავშვო მწერალია, რომ საბავშვო ლიტერატურის საერთაშორისო დღე ლიტერატურის მოყვარულებმა სწორედ მის დაბადების დღეს, 2 აპრილს დააწესეს.

კორნეი ჩუკოვსკი

ექიმი ვაივიში და სხვა ლექსები

მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი კორნეი ჩუკოვსკი XX საუკუნის რუსი საბავშვო მწერალია, რომლის ლექსები დღესაც ძალიან პოპულარულია. ყველა ბავშვს გაახალისებს ცხოველების ექიმ ვაივიშის საინტერესო თავგადასავალი, ღიპუცელა ბუზი-ბუზანკალის სახიფათო ისტორია და საბრალო ტელეფონის ამბები, რომელსაც ცხოველები წარამარა ურეკავენ და მოსვენებას არ აძლევენ. ჩუკოვსკის ყველაზე ცნობილი სამი ლექსი ქართველი ბავშვებისთვის ხელახლა ითარგმნა.

ლაშა ბუღაძე

აუდიტორია

როდის არის ადამიანი ნამდვილი? მარტო, გარეშე თვალის დაკვირვებისგან თავისუფალი თუ მისკენ მიპყრობილი ყურადღების ცენტრში? რატომ სურს მას, ჰყავდეს მუდმივი აუდიტორია, რომლის წინაშეც საკუთარი ცხოვრების ცენზურაგავლილ ვერსიას წარადგენს და შესაბამის ავანსსაც მიიღებს „გულებისა“ და „მოწონებების“ სახით? სწორედ ამ საკითხებზე გვაფიქრებს ლაშა ბუღაძის ახალი რომანი „აუდიტორია“, რომელშიც სრულიად განსხვავებული, ერთმანეთთან მხოლოდ ინტერნეტნაცნობით დაკავშირებული რამდენიმე პერსონაჟი სხვადასხვაგვარად ცდილობს სოციალურ და პირად ცხოვრებას შორის არსებული უფსკრული მიჩქმალოს და თავისი მცირე, წარმოსახვითი აუდიტორიის წინაშე პირნათელი წარდგეს.

იავნანა

მთარგმნელი: მაია ქაცანაშვილი მირიამი, ორი შვილის დედა, გადაწყვეტს, პროფესიულ კარიერაზე იზრუნოს და მუშაობა დაიწყოს საადვოკატო ბიუროში. ცოლ-ქმარს ძიძის დაქირავება უწევს. ისინი შეარჩევენ ლუიზს, ორმოციოდე წლის ქვრივს, რომელიც სწრაფად იპყრობს ბავშვების გულს და მალე ამ ოჯახში შეუცვლელი ხდება. ორმხრივი მიჯაჭვულობის მახეს ბოლოს ტრაგედიამდე მივყავართ...

ჩვენი ავტორები