ახალი
ლაშა ბაქრაძე

Georgia on Maps

ახალი
არჩილ ქიქოძე

კახეთის მატარებელი

ბესტსელერი
ლელა ლაშხი

ჟაკლინი

ბესტსელერი
J. M. Barrie / ჯეიმს მეთიუ ბარი

Peter Pan / პიტერ პენი

ბესტსელერი
J. M. Barrie / ჯეიმს მეთიუ ბარი

Peter Pan / პიტერ პენი

ბესტსელერი
ლინდა ვუდჰედი

ქრისტიანობა - ძალიან მოკლე შესავალი

ბესტსელერი

ვეფხისტყაოსანი: გრაფიკული რომანი

ბესტსელერი
ზაირა არსენიშვილი

ვა, სოფელო

ბესტსელერი
ზაირა არსენიშვილი

ვა, სოფელო

ბესტსელერი
არიანა ჰარვიცი

მოკვდი სიყვარულო

ბესტსელერი

მოიარე, შეისწავლე, შეიყვარე საქართველო

მალე

ჯალალ ედ-დინ რუმი

არსთა მესნევი

მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე ჯალალ ედ-დინ მოჰამმად ბ. ბაჰა’ ად-დინ მოჰამმად იბნ ბალხი (1207-1273), რომელიც ასევე ცნობილია ზედწოდებით „მოულანა“ („ჩვენი ბატონი“) გამოჩენილი სპარსელი მისტიკოსი და პოეტი, მოულავიას სუფიური საძმოს დამაარსებელ-ეპონიმი და არაფორმალური ხელმძღვანელი – დაიბადა ბალხში (ჩრდილოეთ ავღანეთში) 1207 წლის 30 სექტემბერს და გარდაიცვალა კონიაში (მცირე აზიაში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) 1273 წლის 7 დეკემბერს. მასნავიე მა’ნავი (როგორც ტრადიციულად ქართულ აღმოსავლეთმცოდნეობაში იყო მიღებული „ზნეობრივი მესნევი“, წინამდებარე თარგმანით კი – „არსთა მესნევი“) პირველად გამოიცა ლონდონში 1925-1940 წლებში რვა ტომად. გამოცემას თან ახლდა პოემის ინგლისური თარგმანი და 25 632 ბეითს მოიცავდა. ეს არის მისტიკურ-დიდაქტიკური პოემა 6 დავთრად (რვეულად). რუმი პოემას კარნახობდა ჰოსამ ედ-დინ ჰასან ჩალაბის, რომელიც ტექსტს მრავალი წლის განმავლობაში იწერდა. ბოლო საავტორო რედაქცია კი შესრულდა 1272 წელს. მადლიერების ნიშნად, რუმიმ პოემა სწორედ ჰოსამ ედ-დინს მიუძღვნა. „მასნავი“ – ლექსის ფორმით შექმნილი ნამდვილი ენციკლოპედია სუფიზმისა – სპარსული მისტიკური პოეზიის მწვერვალია. თვითონ რუმის მიაჩნდა, რომ პოემის მეშვეობით ის ყურანის დაფარულ საზრისს გადმოსცემდა. ამ შედევრის შექმნის შემდეგ მრავალი საუკუნე გავიდა, მაგრამ მის პოპულარობას არათუ არაფერი დაჰკლებია, არამედ პირიქით, რაც დრო გადის, „არსთა მესნევის“ თაყვანისმცემელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება.

მიშელ უელბეკი

სეროტონინი

მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი „სეროტონინის“ მთავარ პერსონაჟს, სოფლის მეურნეობის მართვის სპეციალისტს, ფლორან-კლოდ ლაბრუსტს დეპრესია ტანჯავს – იგი შორდება მორიგ ქალს, აკვირდება გაღატაკების პირას მყოფ ფრანგ ფერმერებს, წუხს, რომ ვერაფრით ეხმარება მათ და ამას საკუთარ მარცხად მიიჩნევს. მარტოსული და იმედგაცრუებული გმირი ცდილობს, თავის დეპრესიას უმკურნალოს პრეპარატით, რომელიც სისხლში სეროტონინის მომატებას უზრუნველყოფს – სეროტონინს ბედნიერების ჰორმონსაც ეძახიან. მაგრამ ამისათვის ძვირის გადახდა უწევს. ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ სძენს აზრს მის არსებობას, ესაა იმედი, რომ დაიბრუნებს ქალს, რომელიც მართლა უყვარდა და დაკარგა... ქართველი მკითხველი უკვე კარგა ხანია, იცნობს დღეისათვის ყველაზე გამოჩენილ ფრანგ მწერალს, არაერთი ლიტერატურული, მათ შორის გონკურის, პრემიის ლაურეატს, მიშელ უელბეკს – ავტორს ისეთი მსოფლიო ბესტსელერებისა, როგორებიცაა: „ელემენტარული ნაწილაკები“, „პლატფორმა“, „კუნძულის შესაძლებლობა“, „რუკა და ტერიტორია“, „მორჩილება“ და სხვ. რომანი „სეროტონინი“ 2019 წლის იანვარში გამოვიდა საფრანგეთში. საფრანგეთის მთავრობამ მიშელ უელბეკი 2019 წლის აპრილში საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა.

შარლ პეროს ზღაპრები

მთარგმნელი: გერონტი ქიქოძე ამ წიგნში შესულ ზღაპრებზე არაერთი თაობა გაზრდილა. ჩვენც, მათ შორის. აბა, რომელმა ჩვენგანმა არ იცის წითელქუდას, ცეროდენას, მძინარე მზეთუნახავისა და კონკიას ამბები, ჩექმებიანი კატის მოხერხებულობაზე ხომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობს! მე-17 საუკუნის ცნობილი საბავშვო მწერლის, შარლ პეროს ზღაპრები დღემდე ყველა ბავშვის საყვარელი საკითხავია. აქ არიან ფერიები, კეთილი თუ ბოროტი ჯადოქრები, პრინცები და პრინცესები, მეფე-დედოფლები და ონავარი გოგო-ბიჭები. გადაშალეთ ორიგინალური ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი და თქვენ წინაშე საოცარი თავგადასავლებით სავსე სამყარო გადაიშლება.

ჩვენი ავტორები