ახალი

ვეფხისტყაოსანი: გრაფიკული რომანი - ლიმიტირებული გამოცემა

ახალი
ჯილიან ბატლერი, ფრედა მაკმანუსი

ფსიქოლოგია - ძალიან მოკლე შესავალი

ახალი
გრემ პრისტი

ლოგიკა - ძალიან მოკლე შესავალი

ახალი
კენეთ მინოუგი

პოლიტიკა - ძალიან მოკლე შესავალი

ახალი
არიანა ჰარვიცი

მოკვდი სიყვარულო

ბესტსელერი

მოიარე, შეისწავლე, შეიყვარე საქართველო

ბესტსელერი

ფერები წიგნი + ფაზლი

ბესტსელერი

რიცხვები წიგნი + ფაზლი

ბესტსელერი
იენ მაკიუენი

ქვიან სანაპიროზე

ბესტსელერი

მოიარე, შეიცანი და შეისწავლე დედამიწა

ბესტსელერი

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა

მალე

ბრეტ ისტონ ელისი

ამერიკელი ფსიქოპათი

მთარგმნელი: ალექსი სიუკაევი ამერიკელი მწერლის, ბრეტ ისტონ ელისის „ამერიკელი ფსიქოპათი“ ტრანსგრესიული რომანის ნიმუში და თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ნაწარმოებმა ჯერ კიდევ გამოცემამდე გამოიწვია აჟიოტაჟი, როცა გამომცემლობა Simon & Schuster -მა, მიუხედავად იმისა, რომ ავტორს სერიულ მკვლელზე რომანის დაწერა თავად შეუკვეთა, „ამერიკელი ფსიქოპათის“ გამოცემაზე უარი თქვა, რადგან ქალთმოძულეობის გამავრცელებლად და, ამდენად, სახიფათოდ მიიჩნია. 1991 წელს რომანი გამომცემლობა Vintage -მ გამოსცა, 2000 წელს კი, მერი ჰარონის ამავე სახელწოდების ეკრანიზაციის გამოსვლის შემდეგ, „ამერიკელი ფსიქოპათი“ მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ბრეტ ისტონ ელისის ნაწარმოებებში მოქმედება ძირითადად 1980-იანი წლების ამერიკაში ხდება, მთავარი თემა კი მომხმარებლური კულტურა და გართობის ინდუსტრიაა, როგორც ამ პერიოდის აშშ-ის მთავარი სიმბოლო. სწორედ აღნიშნულ დროით და სივრცით გარემოში ვითარდება „ამერიკელი ფსიქოპათის“ სიუჟეტიც. რომანმა, რომლის მთავარი გმირი – პატრიკ ბეიტმენი – დღისით მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელის მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობს, ხოლო ღამით სასტიკ მკვლელად გარდაიქმნება, გამოსვლისთანავე მიიპყრო მკითხველთა და კრიტიკოსთა ყურადღება. „პატრიკ ბეიტმენის ქმედებები და, მით უმეტეს, მისი რეაქციები იმის სიმბოლოს წარმოადგენს, თუ რაოდენ გულგრილი და უგრძნობი გახდა ჩვენი კულტურა ძალადობის მიმართ...“ – აღნიშნა ერთხელ თავად ავტორმა.

რისმაგ გორდეზიანი

ბერძნული ცივილიზაცია - გმირთა ეპოქიდან არქაიკამდე (წიგნი I)

აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის „ბერძნული ცივილიზაციის“ მეორე, შესწორებული და გავრცობილი გამოცემა კრეტა-მიკენის გეომეტრიული, არქაული და კლასიკური ეპოქის ბერძნული კულტურის ყველა უმთავრეს სფეროს წარმოგვიდგენს: ისტორიას, ლიტერატურას, ხელოვნებას, მჭევრმეტყველებას, ისტორიოგრაფიას, ფილოსოფიას და ა.შ. წიგნში წარმოდგენილია ბერძნული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლების 200-ზე მეტი ილუსტრაცია. „ბერძნული ცივილიზაცია“ განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის, სტუდენტებისა და ძველი სამყაროს კულტურებით დაინტერესებული მკითხველისთვის.

ზაირა არსენიშვილი

ვა, სოფელო

მწერლისა და სცენარისტის, ზაირა არსენიშვილის (1933-2015) ეპოქალურ რომანში „ვა, სოფელო...“ მოქმედება ვითარდება თელავში მე-20 საუკუნის 20-50-იან წლებში. პატარა ქალაქისა და მის მკვიდრთა – სამი ქალის – ცხოვრების ისტორიის მაგალითზე მკითხველი დაინახავს საქართველოს იმდროინდელ ისტორიას: თელაველებისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის ყოფას, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას, გლობალურ პოლიტიკურ ძვრებს, 20-30-იანი წლების ტერორს... მწერალი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან და მასთან ერთად წერდა სცენარებს ფილმებისთვის: „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „ორომტრიალი“ (1986) და სხვ. ზაირა არსენიშვილს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სსრკ-ისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები. „ოცდაათიანი წლების ტრაგიკულ მოვლენათა პირუთვნელი და ნიჭიერი აღმწერი“   თამაზ ჭილაძე

ნიკოლოზ რურუა

თავისუფლების კანონი

„თავისუფლების კანონი“ ნიკოლოზ რურუას თარგმანების, პუბლიცისტური წერილებისა და ესეების კრებუ ლია. ის ავტორმა 2003 წლის ზაფხულში, „ვარდების რევოლუციამდე“ რამდენიმე თვით ადრე გამოსცა ერთი ურყევი რწმენით: თუ საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნებისა და ლიბერალური რეფორმების ხანა დაუდგებოდა, კრებულის საფუძვლად დადებული ღირებულებები და პრინციპები მას აუცილებლად დასჭირდებოდა. ინდივიდუალური თავისუფლებებისათვის ბრძოლა საქართველოში ჯერ ისევ არ დასრულებულა. არც ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია საბოლოოდ გარანტირებული. ამდენად, „თავისუფლების კანონის“ ახალი, გადამუშავებული და შევსებული გამოცემა, როგორც სახელმძღვანელო, კვლავ ელის მკითხველთა ახალ თაობებს, რომლებმაც საქართველოში დემოკრატიული გარდაქმნები და ლიბერალური რეფორმები უნდა განაგრძონ .

კეთილიონი

მთარგმნელი:სოფო ქარჩხაძე ერთი ჩვეულებრივი დღე შეიძლება ახალი ცხოვრების დასაწყისად იქცეს, თუკი ამ დღეს ლატარიაში ჯეკპოტს მოიგებ. 10 წლის ფრანკის ცხოვრება იმ დღეს იცვლება, როცა ის და დედამისი 24 მილიონ კრონას მოიგებენ. დედა კი გადაწყვეტს, ბანკში შეინახოს ფული და არავის გაანდოს ეს ამბავი, მაგრამ პატარა დაბაში რაიმეს დამალვა ძალიან რთულია... ყველაფერი მაშინ აირევა, როცა ფრანკის დედა გადაწყვეტს, სიკეთის კონკურსი გამოაცხადოს, „კეთილიონის“ გამარჯვებული კი 1 მილიონით დააჯილდოოს. თუმცა განა ადვილია ფულსა და სიკეთეზე ერთდროულად ფიქრი? ან რამდენად ადვილია, მდიდარი ამავე დროს კეთილიც იყო? თანამედროვე ნორვეგიელი ავტორი არნფინ ქოლერუ საკმაოდ რთულ თემებზე გვაფიქრებს, თუმცა, დახვეწილი იუმორისა და ოსტატური თხრობის წყალობით, წიგნი ძალიან სახალისო საკითხავია.

ენიდ ბლაიტონი

ცნობილი ხუთეული: ისევ კირინის კუნძულზე (წიგნი 6)

მთარგმნელი: ნიკა სამუშია ცნობილი ხუთეულის თავგადასავლებს ბოლო არ უჩანს! ყველაფერი იმით იწყება, რომ ჯორჯი წერილს იღებს – დედა ამცნობს, მამას სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის კირინის კუნძულისნაირი ადგილი სჭირდება და ცოტა ხნით იქ დასახლებას აპირებსო. ჯორჯი აღშფოთებულია: რა დროს ესაა, როცა არდადეგები იწყება და ჯულიენთან, დიკთან, ენისთან და ტიმთან ერთად კუნძულზე დასვენებას გეგმავს?! თუმცა ტყუილად ღელავს ჯორჯი, რადგან ხუთეულს კირინის კუნძულზე საოცარი ამბები ელის. სერიის მეექვსე წიგნში წაიკითხავთ, როგორ იხსნის ცნობილი ხუთეული დესპოტი მამინაცვლისგან პატარა ბიჭს, მარტინს, გარდაუვალი საფრთხისაგან კი – კუნძულზე დასახლებულ ძია კვენტინს.

ნილ გეიმანი

კორალაინი

მთარგმნელი: ლელა ფიროსმანიშვილი ვისაც ხიბლავს იდუმალებით მოცული, ჯადოსნური თავგადასავლები და, ზოგადად, ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებები, აუცილებლად უნდა წაიკითხოს თანამედროვე ბრიტანელი მწერლის, გრაფიკული რომანებისა და კომიქსების ავტორის, ნილ გეიმანის ბესტსელერი „კორალაინი“, რომელიც უკვე რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა. ქართულ ენაზე პირველად გამოცემული „კორალაინი“ შეიძლება თქვენთვის შეუცვლელი თანამგზავრი აღმოჩნდეს საიდუმლო კარს მიღმა არსებულ მომიჯნავე ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვით წააგავს ნამდვილს.

ჩვენი ავტორები