ახალი
კარლ უვე კნაუსგორი

ჩემი ბრძოლა

ბესტსელერი

აფრიკის ცხოველები

ბესტსელერი

მოიარე, შეიცანი და შეისწავლე დედამიწა

ბესტსელერი

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა

ბესტსელერი
ანდრე  ასიმანი

შენი სახელი დამიძახე

გია ლაფაური

ბოცო და გვანცა – მოგზაურობა ისტორიაში დროის მანქანით

გია ლაფაური

ბოლოკას და ყვანჩალას მხიარული თავგადასავალი

მალე

ენიდ ბლაიტონი

ცნობილი ხუთეული

მთარგმნელი: ნიკა სამუშია გაიცანით ცნობილი ხუთეული: ჯულიენი, დიკი, ენი, ჯორჯი და ტიმი. უშიშარი ხუთეულის ხიფათითა და საიდუმლოებით სავსე ამბები გრძელდება! ჯულიენი, დიკი, ენი, ჯორჯი და ტიმი კვლავ კირინის კუნძულზე აპირებენ არდადეგების გატარებას, მაგრამ უეცრად ამოვარდნილი ქარბორბალა კირინის კოტეჯის სახურავს აზიანებს და ყველაფერი იცვლება – ძია კვენტინი იძულებულია, ოთხივე ბავშვი თავის მეგობარ კოლეგასთან გაგზავნოს გორაკის წვერზე მდგარ ძველ სახლში, რომელსაც უცნაური სახელი – „კონტრაბანდისტის მწვერვალი“ ჰქვია. ბავშვები აქ მათ თანატოლსა და მათსავით მამაც ბიჭს შეხვდებიან, რომლის დახმარებითაც ფარულ გვირაბს აღმოაჩენენ. შემდეგ კი ყველანი ერთად იდუმალებით მოცულ კიდევ ერთ დანაშაულს გახსნიან და შენიღბულ დამნაშავეებს გამოამჟღავნებენ.

იზაბელ ალიენდე

სულების სახლი

მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი „სულების სახლი“ ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალი ქალის, უამრავი საპატიო პრემიის ლაურეატის, ისაბელ ალიენდეს პირველი რომანია. ნაწარმოებმა ავტორს გამოცემისთანავე უზარმაზარი პოპულარობა მოუტანა. „სულების სახლი“ დღეისათვის მსოფლიოს 37 ენაზეა თარგმნილი და ათობით მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. რომანში მოქმედება ესტებან ტრუებას ოჯახის არაერთგვაროვანი, აჩრდილებისა და ზებუნებრივი ნიჭის მქონე ოთხი თაობის ადამიანების ცხოვრების ფონზე ვითარდება, თუმცა, მწერალმა მოახერხა, ერთი გვარის საუკუნოვან საგაში ლათინოამერიკული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი მაგიური რეალიზმი ისტორიული სინამდვილითაც გაეჯერებინა და მოეთხრო იმ სოციალურ თუ პოლიტიკურ მოვლენებზე, რომლებიც მის სამშობლოს, ჩილეს, მე-20 საუკუნეში დაატყდა თავს. რომანი, რომლის პერსონაჟები საინტერესო მამაკაცები და საოცარი ქალები არიან, ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულიცაა, ვინაიდან პროტოტიპებად მწერლის ოჯახის წევრები – ჩილეს პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე და განსაკუთრებულად ახლობელი ქალები გვევლინებიან. 1993 წელს „სულების სახლის“ მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.

ნილ გეიმანი

ოკეანე ქუჩის ბოლოს

მთარგმნელი: ლელა ფიროსმანიშვილი თქვენ წინაშეა ინგლისური ლიტერატურული ტრადიციების შესანიშნავი გამგრძელებლისა და, იმავდროულად, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწერლის, ნილ გეიმანის ახალი რომანი „ოკეანე ქუჩის ბოლოს“. წიგნის გმირი შვიდი წლის ბიჭუნაა, რომელსაც სახელიც კი არა აქვს. კითხულობ და ფიქრობ, ვინ შეიძლება იყოს ის: ალბათ ეს თავად გეიმანია, მის ცნობიერებაში ღრმად ჩაძირული ბავშვური შიში და ტკივილი, მისი სამყაროს ორი მთვარე, ჯადოქრის მომზადებული მსხლის უგემრიელესი დესერტი, იმ მიწის მაგია, რომელზეც ბიჭობაში ცხოვრობდა; მაგრამ თანდათან ხვდები, რომ ეს შენა ხარ, თავად შენ, მაშინდელიც და ახლანდელიც, რომ იმ ბავშვს არასოდეს მიუტოვებიხარ, შენ ის, უბრალოდ, დაივიწყე. თუმცა, ყოველთვის არსებობს ალბათობა, რომ ერთ დღესაც მანქანის საჭეს მიუჯდები და შეუმჩნევლად მიადგები შენი ბავშვობის შარაგზას, ბოლომდე გაივლი მას და მიხვდები, ადამიანი კუნძული არ არის, ის ნაწილია ხმელეთის, რომელიც ყოველი მხრიდან ოკეანეს გარემოუცავს, შენ ხარ ოკეანეში და ოკეანე შენშია, და ამ ოკეანეში არის ყველაფერი, ყველა ფერი.

გასართობი წიგნი პატარებისთვის - სახალისო თამაშები და თავსატეხები

აქ თავმოყრილი თავსატეხები, თვლის შესასწავლი სავარჯიშოები, სახალისო თამაშები, სახატავი და გასაფერადებელი დავალებები და აპლიკაციები თქვენს პატარებს ნამდვილად არ დატოვებს გულგრილს.

გასართობი წიგნი პატარებისთვის - თავსატეხები და გასაფერადებლები

აქ თავმოყრილი თავსატეხები, თვლის შესასწავლი სავარჯიშოები, სახალისო თამაშები, სახატავი და გასაფერადებელი დავალებები და აპლიკაციები თქვენს პატარებს ნამდვილად არ დატოვებს გულგრილს.

გასართობი წიგნი - თამაში ციფრებით, სახატავები, ლაბირინთები

აქ თავმოყრილი ამბები პრინცესებზე, გემრიელი კერძების  საბავშვო რეცეპტები, წერა-კითხვისა და თვლის შესასწავლი სავარჯიშოები, სახალისო თამაშები, სახატავი დავალებები, აპლიკაციები, კროსვორდები და  სხვა უამრავი საინტერესო თავსატეხი "გასართობ წიგნს" ყველა ბავშვის საოცნებო საჩუქრად აქცევს.

გასართობი წიგნი - თავსატეხები, გასაფერადებლები, კროსვორდები

აქ თავმოყრილი ამბები რაინდებზე, გემრიელი კერძების რეცეპტები, წერა-კითხვისა და თვლის შესასწავლი სავარჯიშოები, სახალისო თამაშები, სახატავი დავალებები, აპლიკაციები, კროსვორდები და უამრავი საინტერესო თავსატეხი "გასართობ წიგნს" ყველა ბავშვის საოცნებო საჩუქრად აქცევს.

კარენ ჯოი ფაულერი

ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბი

მთარგმნელი:ეკა მაჩიტიძე ამერიკელი მწერლის, კარენ ჯოი ფაულერის ბესტსელერი – „ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბი“ მოგვითხრობს ქალების შესახებ, რომლებიც ერთმანეთს არაფრით ჰგვანან, თუმცა წიგნებით, უფრო ზუსტად კი ერთი კონკრეტული ავტორის ნაწარმოებებით გატაცება ლიტერატურულ კლუბში მათი გაერთიანების წინაპირობა ხდება. ეს კლუბი წიგნის ექვსი პერსონაჟისთვის ერთგვარი თავშესაფარია, სადაც თითოეული მათგანი საკუთარი განცდების გაანალიზებას და მათთან გამკლავებას ცდილობს. ქალებთან ერთად ლიტერატურულ საღამოებს მამაკაციც ესწრება, რომელსაც სამეცნიერო ფანტასტიკა იზიდავს, თუმცა ოსტინის რომანების საუკეთესო ბიბლიოთეკა სწორედ მას აქვს... სიყვარული, ქორწინება და განქორწინება, შვილები და მშობლები... ფაულერის ეს არცთუ სქელტანიანი წიგნი ყველაფერს უყრის თავს. 2007 წელს ეკრანებზე გამოვიდა „ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბის“ მიხედვით გადაღებული რომანტიკული დრამა.

ჩვენი ავტორები