ახალი
ნინი ფალავანდიშვილი

საბჭოთა პერიოდის მოზაიკა საქართველოში

ახალი
მაია ბლიაძე

გეოგრაფია 7 (მოსწავლის რვეული - დამატებითი სავარჯიშოები)

ახალი

გეოგრაფია 7 (მოსწავლის რვეული- თემატური კონტურული რუკები)

ახალი
მ.წილოსანი ნ.ჯაფარიძე ნ.წულაია

მათემატიკა 7 (მოსწავლის წიგნი) ნაწილი 2

ახალი
მ.ბლიაძე დ.კერესელიძე

გეოგრაფია 7 (მოსწავლის წიგნი) ნაწილი 2

ახალი
ქრის რიდელი

ოტოლინა და ყვითელი კატა (წიგნი 1)

ბესტსელერი

მოიარე, შეისწავლე, შეიყვარე საქართველო

ბესტსელერი

ფერები წიგნი + ფაზლი

ბესტსელერი

რიცხვები წიგნი + ფაზლი

ბესტსელერი
იენ მაკიუენი

ქვიან სანაპიროზე

ბესტსელერი

მოიარე, შეიცანი და შეისწავლე დედამიწა

მალე

მაკა მიქელაძე

ოკრო-ბოკრო

კერენ მაკმანუსი

ერთი ჩვენგანი ტყუის

მთარგმნელი: ნინო დემურია ბეივიუს სკოლის სადამსჯელო ოთახში უჩვეულო ხუთეული იყრის თავს: ბრონუინი „ტვინიკოსაა“ – საუკეთესო მოსწავლე, რომელიც არასდროს არღვევს წესებს; ედი  – სკოლის დედოფალი და ქარაფშუტად მიჩნეული ლამაზმანი; ნეითი – „კრიმინალი“ – საეჭვო საქმეებში შემჩნეული პრობაციონერი, კუპერი კი ბეისბოლის ამომავალი ვარსკვლავი და სკოლის საამაყო სპორტსმენი; ხოლო საიმონი „ყოვლისმცოდნე“, რომელმაც საგანგებო აპლიკაციაც კი შექმნა, ადგილობრივი ჭორები რომ გაევრცელებინა. ყველას აქვს საიდუმლო... ყველა მალავს რაღაცას და სულაც არ უნდა, მისი საიდუმლო გამჟღავნდეს. მაგრამ შეიძლება არსებობდეს საიდუმლო, რომლის გამჟღავნების შიშით ადამიანის მკვლელობას გაბედავდი?

ჯო დანთორნი

წყალქვეშა ნავი

მთარგმნელი:ბესო გვენეტაძე თხუთმეტი წლის ოლივერ ტეიტს ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდი უდგას. ის დარწმუნებულია, რომ მამამისი დეპრესიაშია და დედა კაპოეირას მასწავლებელთან აბამს რომანს. ოლივერს მისია აქვს: მან მშობლების ქორწინება უნდა გადაარჩინოს. ამას ისიც ემატება, რომ ოლივერის ცხოვრებაში ჯორდანა ბივენი, პირომანიაკი შეყვარებული ჩნდება. პირველი სექსისა და საატესტატო გამოცდებისთვის მზადება კი ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. მართალია, შეყვარებულის ყოლა თანაკლასელების თვალში სტატუსის ასამაღლებლად კარგია, მაგრამ პირველი სიყვარული არასდროსაა ადვილი. შეძლებს ოლივერ ტეიტი ერთდროულად ორი ურთიერთობის გადარჩენას?

მიხეილ იოჰანი

მიბრუნება

მაისის ერთ ცხელ დღეს, ხატია საკუთარ თავთან დამარცხებას აღიარებს და ყველასთვის მოულოდნელად, სამშობლოში ბრუნდება. გოგონას ჩამოსვლას მხოლოდ მისი ძმა, დემნა ელის. ოჯახი, რომელიც ხატიას უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვითა და მოშლილი კომუნიკაციით ხვდება, ახალგაზრდა გოგოს მშობლიური გარემოსადმი გაუცხოებას კიდევ უფრო ამძაფრებს. თუმცა ეს გაუცხოება მას პირველი ცხოვრებისეული აღმოჩენებისთვისაც ამზადებს. მიხეილ იოჰანის სადებიუტო რომანი „მიბრუნება“ ახალგაზრდა და-ძმის ერთმანეთთან და გარესამყაროსთან ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც დაუგეგმავად და ხელოვნური ძალების ჩარევით იჭრება ისტორიული მომენტი, რომელმაც წესით ბევრ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი. თუმცა როგორ შეიძლება იგრძნოს ოჯახმა ან ზოგადად მთელმა საზოგადოებამ ისტორიული მომენტი მაშინ, როცა მათ შორის კომუნიკაცია არ არსებობს?!

ერიკ-ემანუელ შმიტი

კაცი რომელიც სახეებს მიღმა ხედავდა

მთარგმნელი: მერაბ ფიფია შარლერუაში, პატარა ბელგიურ ქალაქში მომხდარმა სისხლიანმა ტერაქტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეკლესიის პარმაღზე დატრიალებულმა ტრაგედიამ უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აფეთქების ავტორებად რელიგიურ ფანატიკოსებს მოიაზრებენ. ოგიუსტენი, უსახლკარო ახალბედა ჟურნალისტი, რომელსაც ძლივს ეღირსა სამუშაო ადგილობრივ გაზეთში, მოვლენების ეპიცენტრშია და გადაწყვეტს, ჟურნალისტური გამოძიება წამოიწყოს. გამოძიება კი ალბათ არ გაუჭირდება, ის ხომ უნიკალური ნიჭითაა დაჯილდოებული – შეუძლია ადამიანების გარშემო მოფარფატე პაწაწინა არსებები შეამჩნიოს. ვის ხედავს ოგიუსტენი? – ანგელოზებს? დემონებს? გარდასულ დღეთა მოგონებებს თუ მიცვალებულებს, საკუთარ სვე-ბედს რომ ვერ შერიგებიან? იქნებ სულაც ჭკუიდან შეიშალა? ან იქნებ თავადაა ის ბრძენი, რომელსაც სხვათა სიგიჟის გაშიფვრა ძალუძს?.. ერიკ-ემანუელ შმიტი მისთვის დამახასიათებელი თხრობის ორიგინალური სტილით ადამიანის სულის საიდუმლოებათა კვლევას განაგრძობს.

ჯოის ლანკასტერ ბრისლი

მილი-მოლი-მენდის ახალი თავგადასავალი

მთარგმნელი: მაია წითაძე მილი-მოლი-მენდი მეგობრებთან ერთად ახალ უცნაურ და საინტერესო თავგადასავლებში ებმება. აქ წაიკითხავ საოცარი სიურპრიზის შესახებ, რომელსაც გოგონას ოჯახის წევრები მოუწყობენ; აგრეთვე, შეიტყობ, რა სასაცილო ამბავი გადახდება მას საკონცერტო დარბაზში, როცა იქ საყვარელ ძაღლ ტოდისთან ერთად წავა; გაიგებ, როგორ ატარებს დროს სუზანთან და სხვა მეგობრებთან ერთად პიკნიკსა თუ ზღვის სანაპიროზე... თუმცა, მილი-მოლი-მენდის კარგი და სასიამოვნო ამბების გარდა, რამდენიმე ფათერაკიც შეემთხვევა, რომელთაგან ჩვეული მოხერხებულობის წყალობით იოლად დაიხსნის თავს.

ჯოის ლანკასტერ ბრისლი

მილი-მოლი-მენდი

მთარგმნელი: მაია წითაძე ამ წიგნში გაიცნობ პატარა, ჭკვიან და ძალიან საქმიან გოგონას, მილისენტ მარგარეტ ამენდას, იგივე მილი-მოლი-მენდის, რომელიც სოფელში, ლერწმით დახურულ თეთრ კოპწია სახლში დედ-მამასთან, პაპა-ბებიასთან, ძიასთან და ბიცოლასთან ერთად ცხოვრობს. კოპწია სახლში ყველას თავისი საქმე აქვს, მათ შორის მილი-მოლიმენდისაც. ალბათ იკითხავ, ასეთ პატარა გოგონას თამაშის გარდა სხვა რა საქმე უნდა ჰქონდესო? გეტყვით: მილი-მოლი მენდის დედა, მამა, ბებია, პაპა, ძია თუ ბიცოლა მუდამ სადღაც გზავნიან ხოლმე. მასაც მიაქვს და მოაქვს ნივთები, ამბები და, საერთოდ, ყველაფერი, რასაც კი დაავალებენ, თანაც ნებისმიერ დავალებას მშვენივრად ართმევს თავს. საქმეებს რომ მორჩება, მერე თავის პატარა მეგობართან, სუზანთან ერთად თამაშობს. გოგონები ყოველდღე ნაირ-ნაირ გასართობს იგონებენ და მხიარულად ატარებენ დროს.

ასტრიდ ლინდგრენი

სახურავის ბინადარი კარლსონი ისევ მოფრინდა

მთარგმნელი:ნატო კვარაცხელია ზაფხულის არდადეგები მიილია და ბიჭუნა ბებიასგან კვლავ სტოკჰოლმში დაბრუნდა. სახურავის ბინადარი კარლსონი კი არ ჩანს. ბიჭუნა ნერვიულობს. ნუთუ მსოფლიოში უბადლო მეგობარმა მიატოვა? ნუთუ აღარ დაბრუნდება?! არამც და არამც! ბიჭუნას და კარლსონის მეგობრობას არაფერი ემუქრება. მათ ამ წიგნშიც საინტერესო თავგადასავალი ელით, მით უმეტეს, ახლა, როცა კარლსონს ახალი საზრუნავი აქვს: სვანტესონებთან დროებით გადმოსული ბუასახლისის გამოსწორება დაუსახავს თავის მთავარ ამოცანად.

ასტრიდ ლინდგრენი

ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი

მთარგმნელი:ნატო კვარაცხელია თვალტანადი, გამჭრიახი, შესაშური ზომა-წონის დარბაისელი მამაკაცი – ეს კარლსონია, დაბალ-დაბალი, ჩასუქებული, გამოუსწორებლად ონავარი და ბაქია კაცუნა, რომელიც ზურგზე მიმაგრებული პროპელერით დაფრინავს და სახურავზე შემოსკუპებულ პატარა, მწვანედარაბებიან სახლში ცხოვრობს. გაგიკვირდა, რაც ახლა წაიკითხე? არადა, შენი მოტყუება არავის უფიქრია. სტოკჰოლმის ერთ ჩვეულებრივ ქუჩაზე ჩვეულებრივი სახლის სახურავზე ცხოვრობს არაჩვეულებრივი კაცუნა – კარლსონი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს სრულიად ჩვეულებრივ სტოკჰოლმელ ბიჭუნას, სვანტე სვანტესონს ესტუმრება. სწორედ იმ დღეს დაიწყება ამ ორის უჩვეულო მეგობრობა. მალე კარლსონი ყველას დაარწმუნებს, რომ ის არც მოჩვენებაა და არც ბიჭუნას ფანტაზიის ნაყოფი. ის ნამდვილი, მსოფლიოში უბადლო მამაკაცია, რომელთან მეგობრობაზე, გართობასა და თავგადასავლებზე ალბათ არც შენ იტყოდი უარს.

ენიდ ბლაიტონი

ცნობილი ხუთეული: მოჩვენება მატარებლის საიდუმლო (წიგნი 7)

მთარგმნელი: გია ბერაძე ზაფხული დადგა და ცნობილი ხუთეული კვლავ ერთად იკრიბება. არდადეგებს მეგობრები ამჯერად კარვებში ატარებენ. ყველას ძალიან უხარია, მშობლებმა ამის ნება რომ მისცეს. დამოუკიდებლად ცხოვრობენ, პრ ოდუქტს მეზობელ ფერმაში ყიდულობენ, საჭმელს თავად ამ ზადებენ და გარემოს შესწავლას ცდილობენ. ვისაც ხუთეულის შესახებ რამე სმენია, აუცილებლად მიხვდება, რომ ასეთი ზაფხულ ი თავგადასავლების გარეშე ვერ ჩაივლის . ამჯერად ბავშვები მოჩვენება-მატარებლის უცნაურ საიდუმლოს გაარკვევენ და კიდევ ერთ მეგობარს შეიძენენ.

ჩვენი ავტორები