25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

Slide ლომგულები dogman new ჯაჯღანსები და დოგმენი preorder academia თარგმნილი პროზა ახალი თარგმნილი პროზა ახალი

ჩვენი ავტორები

ჩვენი ავტორები პოპულარობით სარგებლობენ როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში. ადგილობრივი ლიტერატურული ჯილდოების გარდა, მათ სხვადასხვა დროს მოუგიათ ისეთი ლიტერატურლი ჯილდოები როგორიცაა: ნობელი, ბუკერი, გონკური, ევროკავშირის პრიზი და ბევრი სხვა.

Slide ჰარარი გაიცანი ავტორი

იუვალ ნოახ ჰარარი

ისრაელელი ისტორიკოსი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტისა და ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, იუვალ ნოახ ჰარარი 1976 წელს დაიბადა ჰაიფაში. მან განათლება იერუსალიმში მიიღო, სადაც შუა საუკუნეებისა და მილიტარიზმის ისტორია შეისწავლა; 2002 წელს კი დოქტორის ხარისხი მიიღო ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში.

ჰარარის სამეცნიერო კვლევების მთავარი საგანი ჰომო საპიენსი და მისი განვითარების საფეხურებია. სწორედ ამ საკითხებს მიმოიხილავს იგი თავის ყველაზე ცნობილ ნაშრომში: " საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია". ჰარარის კვლევის საგანი საკმაოდ ფართო თემებს მოიცავს: უკავშირდება თუ არა ისტორიული და ბიოლოგიური განვითარება ერთმანეთს? რა განასხვავებს ჰომო საპიენსს სხვა ცხოველებისგან? არის თუ არა ისტორია სამართლიანი და ვითარდება თუ არა იგი ერთი მიმართულებით?