ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ონლაინ-გაყიდვები

 

აირჩიეთ და შეიძინეთ სასურველი წიგნები მთელი ოჯახისათვის სახლიდან გაუსვლელად!

20 ლარის (და მეტი) ღირებულების წიგნების შეძენის შემთხვევაში მიიღებთ საახალწლო საჩუქრებს  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან“

ნაბიჯი პირველი:

დარეგისტრირდით საიტზე.

ნაბიჯი მეორე: 

აირჩიეთ სასურველი წიგნი და დააჭირეთ ღილაკს ჩამატება

შედით კალათში, სადაც შეგიძლიათ ჩაამატოთ ნებისმიერი სასურველი წიგნი, მიუთითეთ ერთეულის რაოდენობა, შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი და დააჭირეთ გადახდას.

შენიშვნა: თუ წიგნი აირჩიეთ, მაგრამ აღარ გადაწყვიტეთ მისი ყიდვა, ვიდრე გადახდას დააჭერთ, მარტივად შეგიძლიათ მისი კალათიდან ამოღება (გვერდით, დააჭერთ წითელ X-ს, ასევე შეგიძლიათ მთლიანი კალათის დაცარიელებაც კი).

წიგნისა და ტრანსპორტირების ფასს, ცალკეც და ერთად დაჯამებულსაც, ყველაფერს ხედავთ წიგნების კალათში ჩამატებისთანავე.

ნაბიჯი მესამე: 

გადახდაზე  დაჭერისას  გადახვალთ გადახდის ფორმაზე.

შეავსეთ მოცემული ველები, გრაფაში CVC2 ან CVV2 ჩაწერეთ ბარათის მეორე მხარეს, 7-ციფრიანი ნომრის ბოლო 3 ციფრი) და ბოლოს, დააჭირეთ გადახდას.

თქვენი შეკვეთა დაფიქსირდება, გატარდება საბანკო ოპერაცია და მეილზე მიიღებთ დადასტურებას იმის შესახებ, რომ შეკვეთა მიღებულია.

შეკვეთილ წიგნებს მყიდველი 24 საათის განმავლობაში მიიღებს. შაბათს, დღის 12 საათამდე გაკეთებულ შეკვეთას ექსპრეს–კურიერი მყიდველს იმავე დღეს მიუტანს, 12 საათის შემდეგ და კვირას შეკვეთილი წიგნები კი ადრესატთან ორშაბათს დღის პირველ ნახევარში მივა.

წიგნის ღირებულებას, თბილისის მასშტაბით, ემატება ტრანსპორტირების 3 ლარი + 50 თეთრი ყოველ დამატებულ წიგნზე.

საიტიდან წიგნების შეძენა, მალე, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან იქნება შესაძლებელი.

ონლაინ გაყიდვები დეკემბერში ტესტირების რეჟიმში იმუშავებს, ამიტომ გთხოვთ, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: ninonad@sulakauri.ge

 

გაზიარება