"ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსის" ავტორი საქართველოში

ცნობილი ბრიტანელი მწერალი, ავტორი წიგნების სერიისა "ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსი", ენდრიუ ლეინი 16 ნოემბერს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მოწვევით და "ბრიტანეთის საბჭოს" მხარდაჭერით საქართველოში ჩამოვა.
16 ნოემბერს ენდი ლეინი მოინახულებს "თბილისის მწვანე სკოლასა" და "ახალ სკოლას", ასევე შეხვდება მკითხველებს მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმში.
შეხვედრაზე გაიმართება ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის გამოფენა თემაზე: "ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსი".
დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ გაესაუბრონ მწერალს და მიიღონ მისგან წიგნი ავტოგრაფით.
ენდრიუ ლეინს პოპულარობა სწორედ "ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსმა" მოუტანა.
"ართურ კონან დოილმა გაკვრით ახსენა ჰოლმსის ადრეული წლები და მას შემდეგ სხვა მწერლებიც თავს არიდებდნენ მისი ცხოვრების ამ ხანას. ჩვენ მხოლოდ ცოტა რამ ვიცით მისი მშობლების შესახებ და იმის თაობაზე, თუ სად ცხოვრობდა იგი. ვიცით, რომ დედის მხრიდან ფრანგი მხატვრის, ვერნეს შთამომავალი იყო და ჰყავდა ძმა, სახელად მაიკროფტი, რომელიც რამდენიმე მოთხრობაში ჩანს. ეს არის და ეს. ამან საშუალება მომცა, შემექნმა შერლოკის წარსული კონან დოილისეული მცირეოდენი მინიშნების საფუძველზე, რასაც უცილობლად მივყავართ იმ კაცისაკენ, რომელსაც ართურ კონან დოილი გვიხატავს."
ენდრიუ ლეინი საქართველოს 18 ნოემბერს დატოვებს.







