ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

  • International Playwriting Competition 2011 23 დეკემბერი, 2011 წელი

    ახალგაზრდა ქართველი მწერალი და დრამატურგი bbc-ის International Playwriting Competition 2011–ის გამარჯვებული გახდა.

  • "ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსის" ავტორი საქართველოში 3 ნოემბერი, 2011 წელი

    ცნობილი ბრიტანელი მწერალი, ავტორი წიგნების სერიისა "ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსი", ენდრიუ ლეინი 16 ნოემბერს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მოწვევით საქართველოში ჩამოვა.

  • კონკურსი Facebook-ზე ბლოგერებისა და მოქმედი ჟურნალისტებისათვის 29 სექტემბერი, 2011 წელი

    კონკურსი Facebook-ზე ბლოგერებისა და მოქმედი ჟურნალისტებისათვის.

  • ონლაინ გაყიდვები მთელ საქართველოში! 26 სექტემბერი, 2011 წელი

    სიახლე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან

    წიგნის ონლაინ–მაღაზია ჩვენ საიტზე

  • ვეფხისტყაოსნის ახალი, უნიკალური გამოცემა 28 ივნისი, 2011 წელი

    30 ივნისს, 6 საათზე ევროპის სახლში "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"  დავით მაჭავარიანის ულამაზესი ილუსტრაციებით გაფორმებულ "ვეფხიტყაოსნის" ახალ, უნიკალურ გამოცემას წარმოგიდგენთ.

    პრეზენტაციაზე მოეწყობა ილუსტრაციების გამოფენაც, რომელიც 10 ივლისამდე გაგრძელდება.

  • "ქართველები ამერიკაში" – ირაკლი მახარაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია 28 ივნისი, 2011 წელი

    24 მაისს, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" საზოგადოებას ირაკლი მარაძის ახალი წიგნი წარუდგინა, "ართველები ამერიკაში" ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმოხვეჭილ იმ ქართველებზე გვიამბობს, ვისი სახელიც საქართველოში ბევრისთვის უცხო და არაფრისმთქმელია.

     

  • წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 24 მაისი, 2011 წელი

    ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გიწვევთ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ექსპო ჯორჯიას მე–11 პავილიონში. 

  • ლაშა ბუღაძის ახალი პიესების კრებულის პრეზენტაცია 21 მაისი, 2011 წელი

    18 მაის მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმში ლაშა ბუღაძის ახალი პიესების კრებულის "თავის" პრეზენტაცია" გაიმართა. 

  • "განთიადის" პრეზენტაცია 9 მაისი, 2011 წელი

    10 მაისს 17 საათზე "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" წარმოგიდგენთ მსოფლიო ბესტსელერი საგის მეოთხე წიგნს "განთიადი".

    მომხიბლავი ვამპირისა და თინეიჯერი გოგონას სიყვარულის ეს უაღრესად ემოციური და გულისამაჩუყებელი ამბავი "განთიადით" სრულდება. საგის ბოლო, დასკვნით ნაწილში კვანძი იხსნება. წიგნის ერთი მხრივ მოსალოდნელი, მეორე მხრივ კი მაინც უჩვეული დასასრული არც ერთ ახალგაზრდა მკითხველს არ დატოვებს გულგრილს.

     

  • შეხვედრა აკა მორჩილაძესთან 27 აპრილი, 2011 წელი

    28 აპრილს 18:00 საათზე "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" და ილიას უნივერსიტეტის თეატრი (ვაკის თეატრალური სარდაფი, მის: ჭავჭავაძის 32) აწყობს შეხვედრას აკა მორჩილაძესთან. მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ გაესაუბრონ საყვარელ და მონატრებულ მწერალს. საღამოზე გაიმართება "აკა მორჩილაძის ბიბლიოთეკის" გამოფენა-გაყიდვა, რომელიც 20-ზე მეტი წიგნისგან შედგება.