ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

  • ჯანსაღი კვება

    "დაე, საკვები იყოს შენი წამალი და წამალი – შენი საკვები." - ჰიპოკრატე

     

     

    კალათში დამატება ფასი: 29.9 ლარი
  • შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი (11-12 წლიდან) არტურ კონან დოილი 

    საქვეყნოდ ცნობილი დეტექტიური რომანების ავტორის, ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი, ლეგენდარული გამომძიებელი შერლოკ ჰოლმსი, დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ნებისმიერი ასაკის მკითხველში. კონან დოილმა 4 რომანი და 56 მოთხრობა დაწერა შერლოკ ჰოლმსზე და ყოველი მათგანი დეტექტიური ჟანრის კლასიკად იქცა. განსაკუთრებით ჩახლართული დანაშაულის გამოძიების დეტალებს ჰოლმსის მუდმივი თანამგზავრი, ექიმი უოტსონი გვიამბობს. თუმცა გამოძიების ბოლომდე არც მას და არც მკითხველს არ ესმით, როგორ ხსნის დეტექტივი ყველაზე იდუმალ დანაშაულს, სანამ ამბის დასასრულს თავად არ „განგვიმარტავს“ თავისი „დედუქციური მეთოდის“ საიდუმლოს. ამ კრებულში შედის ორი მოთხრობა: „ალისფერი კვალი“ და „ბასკერვილების ძაღლი“.

    კალათში დამატება ფასი: 9.9 ლარი
  • მონადირე და სხვა მოთხრობები (9-10 წლიდან) თედო რაზიკაშვილი 

    თედო რაზიკაშვილი მრავალმხრივ გამორჩეული მოღვაწეა. იგი გახლდათ პროზაიკოსი, პოეტი, ფოლკლორისტი და პედაგოგი. ყველასათვის ცნობილი და პოპულარული „ქართული ხალხური ზღაპრების“ ორტომეული სწორედ თედო რაზიკაშვილის მიერ შეგროვებული ზეპირსიტყვიერების ნიმუშებისგან შედგება. თუმცა ის უმთავრესად მაინც საბავშვო მწერალია. ამ კრებულში შესულია თედო რაზიკაშვილის რჩეული მოთხრობები: „ფითრი“, მონადირე“, „მოარული ქუდი“, „მიხო და მწვანე კალია“ „ბუს ფეხი“, „სანთელი“ , „ქორის ბახალა“, „ძაღლის ჭკუა“ და სხვები. მწერალი მსუბუქი და ხატოვანი ენით აწვდის ბავშვს ცოდნას ბუნების მოვლენების, ცხოველებისა და ფრინველების შესახებ. მისი მოთხრობები მდიდარი ფანტაზიით, უშუალობითა და გულწრფელობით გამოირჩევა.

    კალათში დამატება ფასი: 8.9 ლარი
  • ცისფერი ირემი (9-10 წლიდან) არჩილ სულაკაური 

    დაუნდობელი მონადირის, ჩახმახ ფილთაზარის ძაღლი პიპა გადაწყვეტს, ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი სასტიკი პატრონის მონობას და სახლიდან გაიპარება. იგი გზაში დაუმეგობრდება მოხეტიალე მუსიკოს ოლილეს. პიპასა და ოლილეს სურთ, აღკვეთონ ჩახმახ ფილთაზარის თავნებობა, რომელსაც ცისფერი ირმის მოკვლა განუზრახავს. ცისფერი ირემი ხომ ტყის მარადიული სულია – ის თუ მოკვდა, ტყეც მოკვდება

    კალათში დამატება ფასი: 12.9 ლარი
  • ურჩხულების ზღვა (პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები) რიკ რიორდანი 

    შერეულსისხლიანთა ბანაკი გასაჭირშია: მაგიური ფიჭვი, რომელიც შერეულსისხლიანის ბორცვს იცავს, იდუმალმა მტერმა მოწამლა; ნახევარღმერთთა ერთადერთ თავშესაფარს მითოლოგიური მონსტრების მიერ გადათელვა ემუქრება.

    კალათში დამატება ფასი: 14.9 ლარი
  • იყო და არა იყო რა დათო ტურაშვილი 

    წიგნში "იყო და არა იყო რა" მწერლის ღიმილიანი და იმავდროულად, სევდიანი მოგონებებია თავმოყრილი, რომელიც მოგვითხრობს მღელვარე 90-იანი წლების საქართველოზე, ახალგაზრდობის მონაწილეობაზე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროცესებში. ამ მოგონებებს ოცი წელი გვაშორებს და მასში აღწერილი ამბებიც ზღაპარივით უნდა მოგვეჩვენოს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი "იყო და არა იყო რა", ანუ, ავტორისავე სიტყვებით, თავისუფლებისთვის სულ ვიბრძვით და მოვიპოვებთ, მაგრამ ყოველთვის ვკარგავთ და მერე თავიდან ვიწყებთ, ეს ამბები დღესაც ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც მაშინ, როცა მთელი საქართველო ქუჩაში იდგა იმედით, რომ დიდი ხნის წინათ დაკარგულ დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებლობის დეკლარირება თავისუფლებას ჯერ კიდევ არ ნიშნავს, და ამიტომაც, ბრძოლა გრძელდება...

    კალათში დამატება ფასი: 8.9 ლარი
  • პის ცხოვრება იან მარტელი 

    „პის ცხოვრება“ კანადელი მწერლის, იან მარტელის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. წიგნი დაუჯერებელი სიუჟეტით იპყრობს ყურადღებას: წყნარ ოკეანეში გემის ჩაძირვას გადარჩენილი 16 წლის ინდოელი ბიჭი ბენგალურ ვეფხვთან ერთად მაშველ ნავზე აღმოჩნდება. აქედან იწყება ხანგრძლივი და მღელვარე თავგადასავალი, რწმენის, მეცნიერული ცოდნის, იუმორისა და გაბედულების საინტერესო ნაზავი, რომელსაც მოულოდნელი დასასრული აქვს.

    კალათში დამატება ფასი: 14.9 ლარი
  • ტიბეტი არ არის შორს დათო ტურაშვილი 

    ეს წიგნი პირველად 2001 წელს გამოქვეყნდა, როცა ტიბეტი ჩვენგან უფრო შორს იყო, ისევე, როგორც თავისუფლება, მაგრამ ამ წიგნისადმი ინტერესი ახლაც დიდია მკითხველებს შორის.

    პირველი გამოცემა ნათია აბრამიამ ტიბეტელების მეთოთხმეტე დალაი–ლამასაც კი აჩუქა, როცა ქართველი ჟურნალისტი მას დარამსალას რეზიდენციაში ესტუმრა და ეს წიგნი ტიბეტელების სულიერ ლიდერს თვითონვე წაუკითხა. დალაი–ლამა მოთმინებით ისმენდა იქვე, მისთვის სახელდახელოდ თარგმნილ ქართულ წიგნს და ალბათ სიამოვნებით უკვირდა, რომ შორეულ საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც სხვისი ბედნიერებაც ისეთივე  ძვირფასია, როგორც საკუთარი თავისუფლება.

    ტიბეტელების ღრმა რწმენით კი ადამიანი მხოლოდ მაშინ შეიძლება ბედნიერი იყოს, როცა იგი თავისუფალია...

    კალათში დამატება ფასი: 7.9 ლარი
  • ამერიკული ზღაპრები დათო ტურაშვილი 

    "ამერიკული ზღაპრები" იმ შორეული ქვეყნის შესახებ მოგვითხრობს, სადაც დათო ტურაშვილმა ასი დღე გაატარა საერთაშორისო ლიტერატურული პროგრამით.

    მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ერთი შეხედვით დოკუმენტურ მასალაზეა აგებული, მასში ძნელი გასარჩევია, სად მთავრდება რეალობა და იწყება გამონაგონი, ამიტომ "ამერიკული ზღაპრები" ერთდროულად მცირე რომანიცაა და ზღაპარივით მოყოლილი ისტორიაც, რადგან, ავტორის თქმით, ამერიკაში ზღაპარსა და რეალობას შორის ზღვარი თითქმის არ არსებობს.

    კალათში დამატება ფასი: 9.9 ლარი
  • რუსული ზღაპრები

    ეს შესანიშნავი ანთოლოგია XIX საუკუნის გამოჩენილი რუსი მწერლების ცნობილ ზღაპრებს აერთიანებს. წაიკითხეთ რუსი კლასიკოსების: ალექსანდრე პუშკინის, ანტონ ჩეხოვის, ნიკოლაი გოგოლისა და ანტონი პოგორელსკის არჩვეულებრივი ზღაპრები და გაიგეთ, როგორ იქცა ალიოშა ერთი ჯადოსნური ამბის მერე სკოლის საუკეთესო მოსწავლედ, როგორ მოხვდა სალთან მეფის ვაჟიშვილი უკაცრიელ კუნძულზე, როგორ დაკარგა პატრონი კაშტანკამ, რა საოცარ ამბავს ყვებოდნენ სოროჩინის ბაზრობაზე და როგორ გაიღვიძა ერთ მშვენიერ დღეს ცხვირის გარეშე მოხელე კოვალიოვმა.

     

    კრებული  გაფორმებულია ცნობილი ილუსტრატორის, გენადი სპირინის მიერ. წაიკითხეთ, დაათვალიერეთ და ეზიარეთ რუსული ლიტერატურის საგანძურს.

    კალათში დამატება ფასი: 25.9 ლარი