ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

  • ბუნება (ილუსტრირებული ლექსიკონი) მაია ბლიაძე  ლია თევზაძე 

    ბუნების ილუსტრირებული ლექსიკონი საუკეთესო დამხმარე  საშუალებაა დაწყებითი სკოლის მოსწავლეთათვის, რომ­­ლებიც პირველად ეცნობიან საბუნებისმეტყველო საგნების – ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ფიზიკისა და ქიმიის საფუძვლებს. წიგნში ნათლად და გასაგები ენითაა განმარტებული 750-მდე საბუნების­მეტყველო ტერმინი და ცნება, ამასთან ისეთი სალექ­სიკონო ერთეულებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში დამკვიდრდა, აქტუალურია და ფართოდ გამოიყენება საზოგადოებაში. 

    ლექსიკონში შეგხვდებათ მრავალფეროვანი ილუსტრაციები – ფოტოსურათები, ნახატები, ნახაზები, სქემები და სხვა, რომლებიც განმარტებების უკეთ აღქმაში დაგეხმარებათ. ლექსიკონში შესული მასალა ასევე საინტერესოა მასწავლებლებისთვის, მშობლებისა  და ზოგადად მკითხველთა ფართო წრისათვის.

    ISBN: 978-9941-15-527-7 კატეგორიები: საბავშვო შემეცნებითი  ტეგები:   გვერდების რაოდენობა: 96 ყდა: რბილი ფორმატი: 21X26 გამოცემის თარიღი: 2011 წონა: 0კგ კალათში დამატება ფასი: 9.9 ლარი
    გაზიარება