-
ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსი – სიკვდილის ღრუბელი
ენდრიუ ლეინი
შერლოკ ჰოლმსი – ამ სახელის გაგონებისას უთუოდ წარმოგიდგებათ ლაბადამოსხმული ახოვანი მამაკაცი ინგლისური ქუდითა და პირში ჩიბუხით. ართურ კონან დოილმა შერლოკ ჰოლმსის შესახებ 56 მოთხრობა და 4 რომანი დაწერა. პირველ მოთხრობაში ჰოლმსი 33 წლისაა, უკვე დეტექტივი, ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევების მქონე, ბოლო მოთხრობაში – დაახლოებით სამოცისა, საგამომძიებლო საქმეს აღარ ეწევა და სასექსის სანაპიროზე ფუტკრები ჰყავს მოშენებული. თანამედროვე ინგლისელმა მწერალმა, ენდრიუ ლეინმა კი შექმნა მთელი სერია წიგნებისა, რომლებშიც მოთხრობილია, როგორი იყო შერლოკ ჰოლმსი მანამ, სანამ ართურ კონან დოილი გააცნობდა მას მსოფლიოს; რომელ სკოლაში დადიოდა; ვინ იყვნენ მისი მეგობრები; სად და როდის ისწავლა ის ყველაფერი, რასაც მოგვიანებით ავლენდა – ლოგიკური აზროვნება, კრივი, ფარიკაობა, ვიოლინოზე დაკვრა; როდის იმოგზაურა უცხოეთში; რის ეშინოდა და ვინ უყვარდა... "სიკვდილის ღრუბელი" მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დეტექტივის პირველი "საქმეა", რომლის გახსნასაც 14 წლის შერლოკ ჰოლმსი თავის თანატოლ ბიჭთან, მეთიუ არნეტთან ერთად ცდილობს.
ISBN: 978-9941-15-494-2 კატეგორიები: საბავშვო საკითხავი ტეგები: ენდი ლეინი შერლოკ ჰოლმსი არტურ კონან დოილი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ენდრიუ ლეინი შერლოკი გვერდების რაოდენობა: 282 ყდა: მაგარი ფორმატი: 13 x 19.5 გამოცემის თარიღი: 2011 წონა: 0კგ
ფასი: 7.9 ლარი
გაზიარება








cemi usakvarlesi cignia sherlok holmsi da exlac didi siamovnebit gavecnobi am siaxles
saintereso iqneba