-
სინაღდე სიყალბისა
ზურაბ ლეჟავა
ზურაბ ლეჟავას მოთხრობების ახალ კრებულში "სინაღდე სიყალბისა" ხუთი სრულიად ახალი მოთხრობა შედის. ერთი შეხედვით, ერთმანეთისგან სრულიად გამორჩეულ მოთხრობებს ერთი საერთო ნიშანი აერთიანებს – სინაღდე სიყალბისა. მათში იმდენადაა დარღვეული ზღვარი რეალურსა და მწერლის გამონაგონს შორის, რომ ძნელი მისახვედრი ხდება, სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე.
ფასი: 6.9 ლარი
-
ნავიგატორი
ლაშა ბუღაძე
ლაშა ბუღაძის პიესა – "ნავიგატორი" – ტრაგიკომედიაა, რომელიც ადამიანის გაუცხოებასა და მარტოობაზე მოგვითხრობს. რადიოპიესის ფორმით დაწერილი დრამის აბსურდულობამდე მისული, ამავდროულად, რეალური სიუჟეტი დინამიკურად ვითარდება და ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე.
2011 წლის შემოდგომაზე პიესამ BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს თაოსნობით გამართულ რადიოპიესების კონკურსში გაიმარჯვა, ამავე წლის ბოლოს დაიდგა BBC-ს რადიოში და მასში ბრიტანელმა მსახიობებმა მიიღეს მონაწილეობა.
ფასი: 6.9 ლარი
-
obOle
აკა მორჩილაძე
მაგრამ თუ სცენაზე თოფი კიდია, უნდა გაისროლოს კიდეც. გაისვრის ობოლე ბოლოს და ბოლოს?
ფასი: 7.9 ლარი
-
"ველური დასავლეთის" მხედრები
ირაკლი მახარაძე
ირაკლი მახარაძე კინორეჟისორი, მკვლევარი.
თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული. გადაღებული აქვს დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები: "ლელოს შემობრუნება", "უაილდ ვესთის მხედრები", "ვინც მოვიდა გაუმარჯოს!" "გურული ფირალები", "დიმიტრი შევარდნაძე".
არის ავტორი წიგნებისა: "გურული მხედრები ამერიკაში", "ერთი მუჭა ვესთერნი", "გურული ფირალები", "რუსულ-ქართული ტერორი 1880-1924", "ქართველები ამერიკაში". მისი სტატიები იბეჭდება ქართულ და ამერიკულ ჟურნალებში. არის ავტორი საფოსტო მარკისა "გურული მხედრები ამერიკაში".
ფასი: 6.9 ლარი
-
მოცემულობა
დავით ქართველიშვილი
ამ მცირე რომანის მთავარ გმირად "მოცემულია" დეტექტივი გახარია. იგი არაა ჩვეულებრივი დეტექტივი – შეუძლია უკვე გამოძიებული მკვლელობის დეტალებს ჩაუღრმავდეს არა საქმის გახსნის მიზნით, არამედ იმიტომ, რომ მოკლულის ახლობლებთან საუბრით ცხოვრებისეული დასკვნები გამოიტანოს. მეოცნებე და საკუთარ სამყაროში გამოკეტილი დეტექტივი სხვადასხვა როლს ირგებს, რომელთა საშუალებით არა ჩახლართულ საქმეებს, არამედ საკუთარ თავსა და ცხოვრებას, როგორც არსებობის ყველაზე მთავარ მოცემულობას, აანალიზებს.
ფასი: 5.9 ლარი
-
ქართული კლასიკური მწერლობა (ტომი VIII)
ქართული კლასიკური მწერლობის მერვე ტომში წაიკითხავთ იაკობ გოგებაშვილისა და ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებებს.
ფასი: 19.9 ლარი
-
ქართული კლასიკური მწერლობა (ტომი VII)
ქართული კლასიკური მწერლობის მეშვიდე ტომში გთავაზობთ აკაკი წერეთლის პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებებს.
ფასი: 19.9 ლარი
-
ქართული კლასიკური მწერლობა (ტომი VI)
ქართული კლასიკური მწერლობის მეექვსე ტომში გთავაზობთ ილია ჭავჭავაძის როგორც პროზაულ ისე პოეტურ ნაწარმოებებს.
ფასი: 19.9 ლარი
-
ქართული კლასიკური მწერლობა (ტომი V)
ქართული კლასიკური მწერლობის მეხუთე ტომში გთავაზობთ ბესიკის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ლავრენტი არდაზიანისა და დანიელ ჭონქაძის შემოქმედებას.
ფასი: 19.9 ლარი
-
ქართული კლასიკური მწერლობა (ტომი III)
ქართული კლასიკური მწერლობის მესამე ტომში წაიკითხავთ: მოსე ხონელის "ამირანდარეჯანიანს", იოანე შავთელის "აბდულმესიანს", ჩახრუხაძის "თამარიანს" და ბასილი ეზოსმოძღვრის "ცხოვრება მეფეთ–მეფისა თამარისას".
ფასი: 19.9 ლარი







