-
ქართული სამზარეულო
მათ, ვინც გურმანია ან სამზარეულოში ფუსფუსი სიამოვნებს და მათაც, ვისაც ახლა სურს კულინარული ხელოვნების დაუფლება, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" კიდევ ერთ კულინარიულ წიგნს სთავაზობს.
ფასი: 19 ლარი
-
დაბნელება
სტეფანი მეიერი
"დაბნელება" სტეფანი მეიერის "ბინდის" საგის მესამე წიგნია. საგის ამ ნაწილში ბელა ისევ საფრთხეშია – შურისძიებით აღსავსე ვიქტორია ახალშექმნილ, უკონტროლო ვამპირთა არმიით ცდილობს მის განადგურებას. ეს საკმარისი მიზეზია საიმისოდ, რომ საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის მოძულე მაქციები და კალენების ოჯახი საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.
ფასი: 9.9 ლარი
-
ოზის ჯადოქარი (სამგანზომილებიანი ხმოვანი წიგნი)
ფრენკ ბაუმი
გადასახლდი ჯადოსნურ ქვეყანაში – იმოგზაურე ზურმუხტქალაქში, გაიცანი მფრინავი მაიმუნები და გაიგე ყველაფერი ოზის ცნობილი ჯადოქრის შესახებ. მშვენიერი ილუსტრაციებით, შთამბეჭდავი, სამგანზომილებიანი ფიგურებითა და ჯადოსნური ხმებით გაფორმებული წიგნი, რომელიც ფრენკ ბაუმის ცნობილ ზღაპარს მოგვითხრობს, თქვენ თვალწინ ოზის ჯადოსნურ ქვეყანას გააცოცხლებს.
ფასი: 29 ლარი
-
ჩემი პირველი ქართული ანბანი
ეს წიგნი ქართული ანბანის შესწავლაში დაეხმარება როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ასევე პირველკლასელებს. აქ მოცემული სახალისო ნახატები და ამ ნახატების შესაბამისი სიტყვები კითხვის შესწავლის პროცესს საინტერესოს გახდის. აჩუქეთ პატარას ეს ილუსტირირებული ანბანი და შეაყვარეთ კითხვა.
ფასი: 9.9 ლარი
-
მსოფლიოს უდიდესი საოცრებანი
სრული ინფორმაცია ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრებისა და თანამედროვეობის მრავალი საკვირველების შესახებ დააინტერესებს როგორც მოზარდებს, ისე - უფროსებს. ადამიანის მიერ სხვადასხვა ეპოქასა და ქვეყანაში შექმნილი საკვირველი ნაგებობები და ქანდაკებები, მიღწევები და გამოგონებები და ბუნების საოცრებები ერთ წიგნშია თავმოყრილი.
ფასი: 19 ლარი
-
საბავშვო ენციკლოპედია
ეს საბავშვო ენციკლოპედია თქვენი შვილის პირველი სერიოზული წიგნი გახდება სამყაროს შეცნობის გზაზე. ბავშვისთვის გასაგები ენით გადმოცემულ და თემატურად დალაგებულ ყოვლისმომცველ ინფორმაციას თან ერთვის საუცხოო იუმორით შესრულებული ათასამდე ილუსტრაცია. ამ წიგნში ნახავთ პასუხებს თქვენი ცნობისმოყვარე შვილის თითქმის ყველა შეკითხვაზე.
ფასი: 16 ლარი
-
ახალი მთვარე
სტეფანი მეიერი
"ახალი მთვარე" სტეფანი მეიერის "ბინდის" საგის მეორე წიგნია. საგის ამ ნაწილში სიუჟეტი კიდევ უფრო დრამატულად ვითარდება – კალენების ოჯახი ფორკსიდან მიემგზავრება, ბელა კი ვამპირებსა და მაქციებს შორის უჩვეულო არჩევანის წინაშე დგება. ამ არჩევანზეა დამოკიდებული ბელას, ედვარდისა და მათი ახლობლების სიცოცხლეც.
"ბინდის" საგამ – ფენტეზის ჟანრის თანამედროვე ბესტსელერმა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისიდან გადმოსული მომხიბლავი ვამპირისა და XXI საუკუნის თინეიჯერი გოგონას ამაღელვებელი სიყვარულის უჩვეულო ისტორიას მოგვითხრობს – გამოცემისთანავე დაიპყრო ახალგაზრდების გულები. საგის პოპულაობა კიდევ უფრი გაზარდა ამ სიუჟეტის მიხედვით ჰოლივუდში გადაღებულმა ფილმების სერიამ.
ფასი: 9.9 ლარი
-
პიტერ პენი
ჯ.ნ. ბარი
შესანიშნავი ილუსტრაციებითა და ლამაზი მელოდიებით გაფორმებული ეს წიგნი მთელ მსოფლიოში ცნობილი პიტერ პენისა და მისი პატარა მეგობრების ამბავს მოგვითხრობს.
ფასი: 29 ლარი
-
ილუსტრირებული მსოფლიო კლასიკა ბავშვებისათვის
მსოფლიო საბავშვო კლასიკის ილუსტრირებული გამოცემა დამწყები მკითხველებისთვის პირველი ნაბიჯია მსოფლიო ლიტერატურის სამყაროში.
მაქსიმალურად შემოკლებული და მარტივი, ბავშვებისთვის გასაგები ენით დაწერილი ექვსი ყველაზე ცნობილი საბავშვო ნაწარმოები აუცილებლად მოეწონებათ პატარა მკითხველებს და "აიძულებს" მათ, მსოფლიო შედევრების სრული ვერსიებიც დიდი ინტერესით წაიკითხონ.
ფასი: 19.9 ლარი
-
საოჯახო სამზარეულო
დაეუფლეთ კულინარიულ ხელოვნებას ნაბიჯ-ნაბიჯ! ეს წიგნი დაგეხმარებათ, გაიგოთ გემრიელად კეთების უამრავი საიდუმლო.
ფასი: 19.9 ლარი







