ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

  • ეს საოცარი საქართველო გოგა ჩანადირი 

    შეიყვარე საქართველო ხელახლა!

    ამ წიგნში თავმოყრილ ყველა ღირსშესანიშნაობას თამამად შეგვიძლია საქართველოს საოც­რებები ვუწოდოთ. ახალგაზრდა ფოტოგრაფის, გოგა ჩანადირის საავტორო შთამბეჭდავი ფოტოები, თითოეული ღირსშესა­ნიშნაობის შესახებ მოკლე, საინტერესო ინფორმაცია და რუკები დაუვიწყარ მეგზურობას გაგიწევთ ჩვენს ქვეყანაში, მას სულ სხვა თვალით დაგანახვებთ და სურვილს გაგიჩენთ, ფოტოზე აღბეჭდილი არქიტექტურული, კულტურული, ეთნოგრაფიული თუ ბუნებრივი ძეგლი ფეხდაფეხ შემოიაროთ და საკუთარი თვალით იხილოთ.

     

    კალათში დამატება ფასი: 12.9 ლარი
  • მოვემზადოთ გამოსაშვები გამოცდებისთვის (800 სატესტო შეკითხვა)

     

    შეამოწმე შენი ცოდნა ამ ტესტებით და მომზადებული შეხვდი გამოსაშვებ გამოცდებს!

    ეს კრებული სასკოლო გამოსაშვები გამოცდებისათვის საჭირო ყველა საგნის ტესტს მოიცავს. თითოეულ საგანში მოცემულია 100 შეკითხვა; ამასთან, გამოსაშვები გამოცდების მსგავსად, თითოეულ შეკითხვას ოთხი სავარაუდო პასუხიც ახლავს, რომელთაგან სწორი მხოლოდ ერთია. კრებულს დართული აქვს პასუხების ფურცელიც, რაც მოსწავლეს თავისი ნამუშევრის შემოწმებისა და საკუთარი ცოდნის შეფასების საშუალებას მისცემს.

     

     

    კალათში დამატება ფასი: 6 ლარი
  • რენესანსი

     

    რენესანსის ეპოქა XIV საუკუნის ბოლოს დაიწყო იტალიაში და მთელ ევროპაში XVI საუკუნის მეორე ნახევრამდე გაგრძელდა. ანტიკური რომისა და საბერძნეთის საოცრებების ხელახლა აღმოჩენამ წარმოშვა ხელოვნება, რომელმაც შუა საუკუნეების დოგმები გააცამტვერა და სიახლეები შეიტანა მხატვრობაში, ქანდაკებასა და არქიტექტურაში. რენესანსის ძლიერი გავლენა ევროპულ ხელოვნებაზე მომდევნო ოთხ საუკუნეშიც იგრძნობოდა. 

     

     

    კალათში დამატება ფასი: 35 ლარი
  • იმპრესიონიზმი

     

    ამ წიგნის საშუალებით მხატვრობით დაინტერესებული მკითხველი გაეცნობა XIX საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბებული მოძრაობის წინააღმდეგობებსა და პარადოქსებს. წიგნში ავტორი დაწვრილებით გვიყვება იმპრესიონისტი მხატვრების ბიოგრაფიას, მიმოიხილავს მათ ნამუშევრებს და აანალიზებს მიმდინარეობის ძირითად ელემენტებსა და ინდივიდუალიზმის გამოვლინებებს, რომლებმაც საფუძველი დაუდო თანამედროვე მხატვრობას.

     

    კალათში დამატება ფასი: 35 ლარი
  • ნიკო ფიროსმანაშვილი. 100 კვადრატი

    ფიროსმანის გენიალურობაში დარწმუნებული თაყვანისმცემლები, საკუთარი რწმენის გასამხნევებლად, მის ნახატებში მაინც ეძებდნენ მარგალიტებს, და თუ ვერ პოულობდნენ, ზოგჯერ თვითონვე თხზავდნენ ხოლმე...

     

    კალათში დამატება ფასი: 39 ლარი
  • გეოგრაფია (ლექსიკონი+ცნობარი)

     

    ძალიან საინტერესო, ახალი, უნივერსალური გამოცემა, რომელიც ერთნაირად დააინტერესებს როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებს, შესაბამისად, გეოგრაფიის პედაგოგებსა და ლექტორებს.

     

    კალათში დამატება ფასი: 11 ლარი
  • კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი ჟან რადვანი  ნიკოლოზ ბერუჩაშვილი  კალათში დამატება ფასი: 15.9 ლარი
  • ჩემი საიდუმლო დღიური

    ამ მშვენიერ დღიურში შეგიძლია თავი მოუყარო შენს ყველაზე ლამაზ და დაუვიწყარ მოგონებებს;
    ჩაწერო, რა გიყვარს და რაზე ოცნებობ; ვინაა შენი საუკეთესო მეგობარი;
    ჩაინიშნო საჭირო თარიღები და ამბები; ჩააკრა შენი უსაყვარლესი ფოტოები.
    ამ დღიურს შეგიძლია ანდო ყველაფერი – ის, რასაც ყველას გაუმხელ და ისიც, რაც საიდუმლოა.

    კალათში დამატება ფასი: 19 ლარი
  • ძაღლები (ენციკლოპედია)

    პრაქტიკული სახელმძღვანელო ძაღლების მოყვარულთათვის!

    კალათში დამატება ფასი: 29.9 ლარი
  • საუბრები ჯაზზე კახა თოლორდავა 

    საუკეთესო საჩუქარი ჯაზის მოყვარულთათვის!

    ”ეს წიგნი არ არის მხოლოდ ჯაზზე, ეს წიგნი თვითონაა ჯაზი” - ეიბ გოლდსთეინი

    კალათში დამატება ფასი: 34.9 ლარი