-
ქართველები ამერიკაში
ირაკლი მახარაძე
ქართული ემიგრაციის ისტორია XIX საუკუნის შუაწლებიდან იწყება. ქართველთა დიდი ნაწილი, ევროპის სხვა სახელმწიფოების მოქალაქეების მსგავსად, ატლანტის ოკეანის გადაღმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა. ვინ იყო პირველი ქართველი ემიგრანტი, დანამდვილებით არავინ იცის. ასევე შეუძლებელია, ყველა იმ ქართველის ვინაობის დადგენა, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა და თავისი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.
ფასი: 17.9 ლარი
-
ჩემი XX საუკუნე (II ტომი)
რევაზ გაჩეჩილაძე
წიგნის მთავარი მოქმედი პირი საქართველოა, მაგრამ მისი პოლიტიკური და სოციალური ისტორია, პოლიტიკური გეოგრაფია ნაჩვენებია მსოფლიო პროცესების კონტექსტში.
ფასი: 12 ლარი
-
დაბადებული საბჭოთა კავშირში
ვასილე ერნუ
”სსრკ - ეს არის ქვეყანა, სამშობლო, სადაც დავიბადე და ვცხოვრობდი. შეუძლებელია, გულგრილი იყო ამ ქვეყნის მიმართ - მნიშვნელობა არა აქვს, რა დამოკიდებულება გქონდა მისდამი, გძულდათ თუ გიყვარდათ...”
ფასი: 9.9 ლარი
-
გთხოვთ, მოკლედ
ვაცლავ ჰაველი
თქვენ წინაშეა გამოჩენილი ჩეხი მოღვაწის, ესეისტის, დრამატურგის, დისიდენტის, ჰუმანისტისა და წარსულში ორი სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის, რიგით მეცხრე და დღეისათვის ბოლო - 2006 წელს გამოცემული წიგნის თარგმანი. წიგნი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა, თუმცა ვერ თავსდება კლასიკური ავტობიოგრაფიული ჟანრის ფარგლებში, რაც სრულებითაც არ არის შემთხვევითი - ვ. ჰაველის მრავალმხრივი შემოქმედება ყოველთვის გამოირჩეოდა ორიგინალურობითა და მრავალმხრივობით.
ფასი: 12 ლარი
-
ომი და შეიარაღება იბერია–კოლხეთში
გელა გამყრელიძე
"თანამედროვე საქართველოს მყარი სახელმწიფოებრიობის, სტაბილურობისა და წინსვლის მთავარ გარანტს მაღალი თავდაცვისუნარიანობა წარმოადგენს. ქართველმა ხალხმა რთული და ბრძოლით აღსავსე გზა გამოიარა. იმის ცოდნა, თუ როგორ შეძლეს ჩვენმა წინაპრებმა, რომ ფიზიკურად არ გადაშენდნენ, როგორ იცავდნენ ისინი თავს, ჩვენი პატრიოტული ვალია. ამასთანავე, საკუთარი ისტორიის ცოდნა აწმყოსა და მომავლის უეკთ შემეცნების საშუალება და იარაღია".
ფასი: 8.9 ლარი
-
ახალგაზრდა სტალინი
საიმონ სებაგ მონტეფიორე
სტალინი, ბოროტების სიმბოლო, თუმცა ამავე დროს, XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა.ამ ბიოგრაფიულ რომანში ავტორი დაწვრილებით მოგვითხრობს იოსებ ჯუღაშვილის ცხოვრების სკანდალურ და აქამდე უცნობ ფაქტებს დაბადებიდან რევოლუციონერობამდე - როგორ და რატომ იქცა სემინარიელი ბიჭი ჯერ მეამბოხედ და შემდეგ სასტიკ მმართველად. ეს არის თავგადასავალი ქართველი მეწაღის შვილისა, რომელიც მოგვიანებით, უზარმაზარი იმპერიის ,,წითელი მეფე" გახდა.
ფასი: 8.9 ლარი
-
გურული ფირალები
ირაკლი მახარაძე
ფირალობის სახელით ცნობილმა მოძრაობამ XIX საუკუნის მეორე ნახევრის ბოლოს გურიაში ვულკანივით ამოხეთქა.ფირალობის ასპარეზზე გამოჩენა უმეტესწილად სოციალურ-პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა განაპირობა - რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამ და მისმა შედეგებმა, სახალხო აჯანყებებმა, საგლეხო რეფორმამ, რუსეთ-თურქეთის ომმა ბევრ ადამიანს ხელში თოფი ააღებინა. ფირალები იარაღითა და ძალადობით წყვეტდნენ საკუთარ პრობლემებს და თვითონაც ძალადობის მსხვერპლნი ხდებოდნენ.
ფასი: 8 ლარი
-
ჩემი XX საუკუნე
რევაზ გაჩეჩილაძე
ავტორი წინა საუკუნის საქართველოს მსოფლიო გეოპოლიტიკისა და ისტორიის კონტექსტში განიხილავს. წიგნი XX საუკუნის I ნახევრის ისეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მოგვითხრობს, როგორებიცაა: პირველი და მეორე მსოფლიო ომები, მათი მიზეზები და შედეგები; რუსეთის რომანოვების, გერმანიის ჰოჰენცოლერნების, ავსტრია-უნგრეთის ჰაბსბურგების, თურქეთის ოსმანთა იმპერიების სახელების წაშლა მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან და სხვა.
ფასი: 12 ლარი
-
ახლო აღმოსავლეთი - სივრცე, ხალხი და პოლიტიკა
რევაზ გაჩეჩილაძე
ავტორი საინტერესოდ მოგვითხრობს რეგიონის რელიგიური, კულტურული და დემოგრაფიული საკითხების შესახებ, განიხილავს ბუნებრივი და სოციალურ-კულტურული გარემოს გავლენას პოლიტიკაზე, აღწერს ახლო აღმოსავლეთის თანამედროვე პოლიტიკურ გეოგრაფიას, გვაცნობს ,,ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის” წარმოშობისა და მისი მოუგვარებლობის მიზეზებს, წმინდა ადგილის როლს მსოფლიო პოლიტიკაში.
ფასი: 10 ლარი
-
ძალაუფლების დაბრუნება
გიგი თევზაძე
,,მათ, ვინც ,,ძალაუფლების სიმულაციებს" იცნობს, მინდა ვაუწყო, რომ სიმულაციის ეტაპი დამთავრდა. დაიწყო მეორე, ,,ძალაუფლების დაბრუნების ფაზა. ჩვენ გარდაუვლად მივექანებთ იმ მდგომარეობისაკენ, რომელიც შეიძლება აღიწეროს როგორც შუა საუკუნეები. ის შუა საუკუნეები, რომელიც საქართველოს არასოდეს ჰქონია".
ფასი: 6 ლარი







