ანე-კატარინე ვესტლი
დაიბადა 1920 წლის 15 თებერვალს ნორვეგიაში.
თავის წიგნებში ის ძირითადად მე-20 საუკუნის 50-70-იანი წლების ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. თუმცა ანე-კატერინე ცნობილი საბავშვო წიგნებით გახდა. მისი ყველაზე ცნობილი წიგნია ”დედა, მამა, 8 ბავშვი და საბარგო მანქანა”.
სამშობლოში მას მოიხსენიებდნენ, როგორც მთელი ნორვეგიის ბებიას და ასტრიდ ლინდგრენსაც კი ადარებდნენ საბვშვო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილის გამო.
ანე-კატარინე ასევე მუშაობდა რადიოში, წერდა აუდიოწიგნებს ბავშვებისათვის და მონაწილეობდა კომედიურ საბავშვო რადიოსერიალში. 86 წლის ასაკში კი ყველასათვის მოულოდნელად გამოსცა სოციალურ-სატირული წიგნი.
ის ასევე ცნობილია, როგორც მსახიობი.
სიცოცხლის ბოლო წლებში ალცჰეიმერის დაავადებით იყო ავად, რომლის ბოლო სტადიაზეც მეტყველების უნარი დაკარგა.
ანე-კატერინე ვესტლი გარდაიცვალა 2008 წლის 15 დეკემბერს.







